ზაალ ანჯაფარიძე: აქვს კი ფასი ასეთი მოხსენების საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც იღებს PACE, რომელმაც დაკარგა ის მთავარი თვისება, რასაც ჰქვია „Integrity“ ასე ემართება ყველა სტრუქტურას ვინც „Deep State“- ის ტიკინად გადაიქცევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
380 10 აპრილი 2025, 14:33

ბევრს ახსოვს ალბათ რა სიხარულის ყიჟინა იყო ატეხილი ჩვენთან, როდესაც 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს წევრად მიიღეს, ჟვანიას ცნობილი სიტყვების ფონზე. თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უთქვამთ, თუ რა კაბალური და მძიმე პირობები წამოგვიყენა ევროპამ ამ "საჩუქრის" სანაცვლოდ. მაშინ ბევრს ევროსაბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა(PACE) ფრთიანი ანგელოზების ბუდედ ეჩვენებოდა და ამ ევრო-ნირვანაში ჩაფლულთ არ სურდათ დაენახათ ევროპის და მისი სტრუქტურების რეალური სახე. სამაგიეროდ დღეს აქვთ ამის საშუალება - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, რასა იუკნევიჩიუნე საქართველოში ყოფნისას ხვდებოდა ყველას საქართველოს ხელისუფლების გარდა. შესაბამისად, მას არ სურდა აქაურ სიტუაციაზე ალტერნატიული ინფორმაციის მიღება და განსხვავებული მოსაზრების მოსმენა. ის ეყრდნობოდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის და მათ ფილიალებად გადაქცეულ ენჯეოების ინფორმაციებს.

„ბევრს ახსოვს ალბათ რა სიხარულის ყიჟინა იყო ატეხილი ჩვენთან, როდესაც 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს წევრად მიიღეს, ჟვანიას ცნობილი სიტყვების ფონზე. თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უთქვამთ, თუ რა კაბალური და მძიმე პირობები წამოგვიყენა ევროპამ ამ „საჩუქრის“ სანაცვლოდ. მაშინ ბევრს ევროსაბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა(PACE) ფრთიანი ანგელოზების ბუდედ ეჩვენებოდა და ამ ევრო-ნირვანაში ჩაფლულთ არ სურდათ დაენახათ ევროპის და მისი სტრუქტურების რეალური სახე. სამაგიეროდ დღეს აქვთ ამის საშუალება.

დღეს PACE საქართველოზე მომხსენებლის უკვე ავადსახსენებელი რასა იუკნევიჩიუნეს მოხსენების საფუძველზე, იღებს რეზოლუციას საქართველოზე. რასა იუკნევიჩიუნე საქართველოში ყოფნისას ხვდებოდა ყველას საქართველოს ხელისუფლების გარდა. შესაბამისად, მას არ სურდა აქაურ სიტუაციაზე ალტერნატიული ინფორმაციის მიღება და განსხვავებული მოსაზრების მოსმენა. ის ეყრდნობოდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის და მათ ფილიალებად გადაქცეულ ენჯეოების ინფორმაციებს.

აქვს კი ფასი ასეთი მოხსენების საფუძველზე მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც იღებს PACE, რომელმაც დაკარგა ის მთავარი თვისება, რასაც ჰქვია „Integrity“ (წესიერება, პატიოსნება...). ასე ემართება ყველა სტრუქტურას ვინც ნებით თუ უნებლიეთ „Deep State“-ს ტიკინად გადაიქცევა“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი