დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 12 აპრილი 2025, 13:10
თავდადების შანსი რომ მოგეცემა ცხოვრებაში ერთხელ? ანუ, არჩევანის გაკეთება "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა" და "სახელოვან სიკვდილს" შორის - და შენს უაზრო სიცოცხლეზე რომ გააკეთებ ფსონს, ესეც "ელემენტარულია"?,- ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი,  ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი ანწუხელიძის თაობაზე დაწერილ პოსტს. 

ქართველიშვილის თქმით, „ გუბერნატორი რომ ხარ, ზაზა გოროზია თუ ლადო ვარძელაშვილი, და სახელმწიფო მანქანებით რომ ემსახურებით გენერლებს: ჩობანსა და ბორისოვს, რომელთა პირდაპირი თუ ირიბი თანხმობით ეხლა ანწუხელიძეს აწამებენ და კლავენ - ყელი გამოგეჭრათ მათთვის იქვე მანქანაში, ან ერთობლივი სადილის დროს ციანიდი ჩაგეყარათ საჭმელში, გამართული რუსულით სადღეგრძელოების თქმის მაგივრად - აზრადაც არ მოგსვლიათ?“.

ქართველიშვილი მიმართავს ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომ ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ ესხდნენ გვერდში და ისინი  მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებდნენ სიამოვნებით, მოსვლიათ თუ არა აზრად  "თავდადება" გამოეჩინათ.  

ქართველიშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ მათი ფაშისტების მომსახურეთა შთამომავალი  ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დააოკონ. 

„ თავდადების შანსი რომ მოგეცემა ცხოვრებაში ერთხელ? ანუ, არჩევანის გაკეთება "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა" და "სახელოვან სიკვდილს" შორის - და შენს უაზრო სიცოცხლეზე რომ გააკეთებ ფსონს, ესეც "ელემენტალურია"? 

ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა? 

გუბერნატორი რომ ხარ, ზაზა გოროზია თუ ლადო ვარძელაშვილი, და სახელმწიფო მანქანებით რომ ემსახურებით გენერლებს: ჩობანსა და ბორისოვს, რომელთა პირდაპირი თუ ირიბი თანხმობით ეხლა ანწუხელიძეს აწამებენ და კლავენ - ყელი გამოგეჭრათ მათთვის იქვე მანქანაში, ან ერთობლივი სადილის დროს ციანიდი ჩაგეყარათ საჭმელში, გამართული რუსულით სადღეგრძელოების თქმის მაგივრად - აზრადაც არ მოგსვლიათ? 

გენერალი ჩობანი, პრეზიდენტ სააკაშვილის ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციაში დასასვენებლად შეყვანის მაგივრად - რატომ არ "ჩააძაღლე" და ლუციფერის ბანაკიდან, ჯვარცმული ავაზაკისა არ იყოს, დღეს ხომ "წმიდა მოწამეთა" დასში მოგიხსენიებდით? ეს თქვენი ფაშისტების მომსახურეთა შთამომავალი კუდიანი დედაკაცი კი დააოკეთ, გირჩევთ. თორემ, რაც გენერალ ჩობანს დააკელით, ზუსტად ის არ აცდება!“,- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი