დავით ქართველიშვილი უკრაინაზე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
355 12 აპრილი 2025, 13:47
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსა და უკრაინის ცალმხრივ მეგობრობას ეხმიანება.

დეპუტატი იხსენებს გადადგა თუ არა უკრაინამ რაიმე ნაბიჯი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მხარდასაჭერად.

"სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე - "მეგობარმა" უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით..."- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ  აგვისტოს ომის შემდეგ 1 თვის თავზე შეიკრიბა უკრაინის რადა, თუმცა საქართველოს მხარდამჭერი რაიმე რეზოლუცია არც მაშინ და არც შემდგომ არ მიუღია. დავით ქართველიშვილი ასევე იხსენებს უკრაინის რადას წევრების მიერ მხარდაჭერილ  ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს. 

"უკრაინასთან "ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში მყოფ საქართველოში, განსაკუთრებით "2003-2012 წ.წ." შემსწავლელი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში, აგვისტოს ომის ამსახველ მოვლენებთან დაკავშირებით, ურიგო არ იქნებოდა ეს ფაქტებიც გაგვეხსენებინა:

❌ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია;

❌ პირიქით, სექტემბერში დარეგისტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში (მათ შორის, საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის) საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა და ინდიფერენტულობა - თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან  (უკრაინის რადა 450 დეპუტატისგან შედგება);

❌ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!) დეპუტატმა დაუჭირა (მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოსდა დემოკრატიული კოალიცია არსებობდა). არც ერთი ხმა არ მისცეს - "რეგიონების პარტიის" (რომლის ლიდერი ვ. იანუკოვიჩი, ამისთვის "მადლიერების" ნიშნად სააკაშვილმა "ბრწყინვალების ორდენით" დააჯილდოვა), კომუნისტური პარტიის და ლიტვინის ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ ფრაქციიდან დაფიქსირდა მხოლოდ დეპუტატ კოსივის ერთი ხმა (კირილენკომ, პაშინსკიმ, სემერაკმა - ხმა არ მისცა), НУНС ფრაქციიდან - 64 დეპუტატმა მისცა ხმა (სპიკერმა იაცენიუკმა ხმა არ მისცა(!!!));

❌  იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუციის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო;

❌ უკრაინული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ტრადიციებში: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს - ქვემოდან დააკაკუნეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს უკვე 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობა გაიღო რეგიონების პარტიამ (140), კომუნისტურმა პარტიამ ხმა - 27 ხმა. ლიტვინის ბლოკმა, БЮТ -მა და НУНС -მა არც ერთი ხმა არ მისცეს, თუმცა იყვნენ თავშეკავებული (!!!), ანუ ინდიფერენტულები და გულგრილნი "მეგობარი" ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ;

❌ „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობამ“ (No3070) კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო - 196 ხმა (!!!)(

❌ ხოლო დეპუტატთა მაქსიმალურმა რაოდენობამ - 217 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უკრაინული სამხედრო ტექნიკის საქართველოში მიწოდების ფაქტების გადამოწმების მიზნით (No3059 );

❌ 2009 წლის 9 მაისს, "მეგობარ" საქართველოში მომხდარი ტრაგედიის, სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე - "მეგობარმა" უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით..."-წერს დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი