ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 18 აპრილი 2025, 17:28

დღეს ყველაფერი რუსთაველის პროტესტზე დგას. ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა და ეს ვისაც ესმის, „რაღაცნაირ გრაფიკს“ შეადგენს.

„გელა მთხოვდა დამეწერა, რატომ არის მნიშვნელოვანი რუსთაველზე ყოველსაღამოური პროტესტის შენარჩუნება, კაი ხანია, მე ვიკიდებდი, რადგან, შეიძლება შეცდომით, მაგრამ მაინც მაქვს განცდა, ვისაც ეს არ ესმის ან ესმის, მაგრამ ვერ ახერხებს, დამატებით ახსნასაც დიდი აზრი არ აქვს, რადგან გელა ჩასვეს 12 დღით. გალიდან რუსებს გამოქცეულ ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, „კაპეზეზე“ ახვედრებენ აღდგომას ეს მართლა უსისხლო ნაბიჭვრები, ამ სურვილს მაინც შევუსრულებ. რუსთაველის პროტესტზე დგას დღეს ყველაფერი – ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში.

ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინა ადამიანების წამებამ, დაპატიმრებამ, ცილისწამებამ, უსამართლობამ, ფორმიანი თუ უფორმო „ტიტუშკების“ თარეშმა, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ახალ-ახალი რეპრესიული „კანონები“, რომლებსაც „იღებს“ რეჟიმი, ვერ ტეხს წინააღმდეგობის სულისკვეთებას, ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით, რათა საქართველო გახდეს დასავლური სტრუქტურების თანასწორი წევრი, თანმდევი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის დონით, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ 12-წლიანმა რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა ვერ გაგვტეხა, ვერ შეგვაყვარა ოკუპანტი, ვერ აგვირია თავგზა და ისევ გვესმის, სადაა სიკეთე და სად – ბოროტება, ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში; ის, რომ მომავალთან მიმართებაში ასეთ სრულ გაურკვევლობაშიც კი, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ ვერავინ ბედავს ღიად ტრ..ის თამაშს და რუსული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ გარედან არ მოდის რეჟიმის აღიარებების კასკადი და ივანიშვილის „შნირებს“ უწევთ აქეთ-იქეთ წოწიალი, ოღონდ ვინმემ სადმე ხელი ჩამოართვას, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ სანქციები არათუ არ წყდება, არამედ სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება ამ პროცესში, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება; ის, რომ ზოგადად პროტესტი არ ჩაკვდა, რასაც ძალიან სწრაფი ტემპით მოჰყვება სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განეიტრალება, გაცილებით მეტი ძალადობა და გაცილებით მეტი დაკავებები, არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დგას იმ ხალხზე, ვინც საღამოობით დგას რუსთაველზე.

არ არის აუცილებელი ყოველდღე იქ ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ. ეს თუ მოახერხა ასობით ადამიანმა, მოახერხებს ათასიც და ათობით ათასიც. დეკემბრის დასაწყისში, დილის 06:00-სკენ რომ იწყებდნენ ხოლმე დარბევას და მსვლელობით გავდიოდით რუსთაველიდან, ათასობით ვყვიროდით – ბოლომდე. ეს „ბოლომდე!“ იყო ყველანაირი დათქმების გარეშე (ასე თუ მოხდება, ისე თუ მოხდება). ჰოდა, ჯერ არ გავსულვართ ბოლოში ბოლომდე“, – წერს ჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
შალვა პაპუაშვილი: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია
დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი
ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
არქივი