სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და განავითარებს ქვეყნისთვის საკვანძო მიმართულებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
426 23 აპრილი 2025, 18:10
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, აშშ-ში ოფიციალური შეხვედრები გამართეს, ეს  აშშ-ში სამთავრობო გუნდის  პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო, რომელიც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მაღალი დონის შეხვედრების ფონზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც საქართველოში გაძლიერდება და განვითარდება.

ექსპერტის შეფასებით, სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი, გაზრდის  საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.

“საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, აშშ-ში ოფიციალური შეხვედრები გამართეს, ეს  აშშ-ში სამთავრობო გუნდის  პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო, რომელიც პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მრავალმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ფონზე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რომელიც  მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის ფონზე გაძლიერდება/განვითარდება, ძირითადი აქცენტი ენერგეტიკაზე, მრეწველობაზე,  ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე გაკეთდა, პარტნიორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის  წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი, რომელიც ევროპას ელექტრო ენერგიით მოამარაგებს, ასევე საქართველოს სრული ტერიტორიის ინტერნეტით დაფარვა, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანობას გაზრდის და ინვესტორებისთვის დამატებით კომფორტის ზონას შექმნის.  ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ დაპირება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში  გაგრძელდება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც  ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი, გაზრდის  საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილს და განავითარებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკვანძო მიმართულებებს.” - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი