ედიშერ გვენეტაძე: არალეგიტიმურიას ბღავილის ფონზე, საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს და საქართველოს ეწვია ეუთოს გენმდივანი, რამაც წყობიდან გამოიყვანა თამაშგარედ დარჩენილი მეხუთე კოლონელები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
457 23 აპრილი 2025, 20:11

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას, ვიზიტს ეხმიანება.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, არალეგიტიმურია-არალეგიტიმურიას გიჟური ყვირილ-ბღავილის ფონზე, საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს, სადაც დიდი პატივისცემით მიიღეს და ასევე საქართველოს ეწვია ეუთოს გენერალური მდივანი. მისივე თქმით, ამ ორმა ფაქტმა წყობიდან გამოიყვანა და სულ ჭკუიდან შეშალა, ისედაც გაგიჟებული და აწ უკვე თამაშგარედ დარჩენილი მეხუთე კოლონელები.

„უმძიმეს დღეში ჩააგდო ე.წ. ოპოზიცია სინამდვილეში კი მეხუთე კოლონა ბოლო დროს ქვეყნის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. არალეგიტიმურია-არალეგიტიმურიას გიჟური ყვირილ-ბღავილის ფონზე, ჯერ იყო და საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს, სადაც დიდი პატივისცემით მიიღეს. ეს ამბავი ბოლომდე გასრულებულიც არ იყო, რომ საქართველოს ეწვია ეუთოს გენერალური მდივანი, რამაც წყობიდან გამოიყვანა და სულ ჭკუიდან შეშალა, ისედაც გაგიჟებული და აწ უკვე თამაშგარედ დარჩენილი მეხუთე კოლონელები.
ამიტომაც კიდევ ერთხელ დასტურდება ცნობილი გამონათქვამი: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი