ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
464 23 აპრილი 2025, 20:14

„სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო არის დონორი, რომლის ზურგს უკან დგას მთავრობა. ეს სააგენტო ჩემი აზრით, მათ შორის, იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებს ალტერნატიული, ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, სააგენტოს წინ ბევრი გამოწვევა ელის, თუმცა, მთავარია გამართული პროცედურები, გაცემული გრანტების მონიტორინგი და შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერა.

„მოდით პირდაპირ ვთქვათ, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო არის დონორი, რომლის ზურგს უკან დგას მთავრობა. ეს სააგენტო ჩემი აზრით, მათ შორის, იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებს ალტერნატიული, ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. მართალია, 20 მილიონი ლარი ($7,2 მლნ) დიდი თანხა არ არის იმ დაფინანსებასთან შედარებით, რასაც უცხოურ აგენტურად გადაქცეული "მდიდარი ენჯეოები" იღებენ, მაგრამ დასაწყისისთვის სავსებით საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული მხოლოდ უცხოურ ფულზე ვიმედოვნებ, რომ ახლადშექმნილი სააგენტო არ დაემსგავსება სააკაშვილის მიერ 2009 წელს დაარსებულ და აწ გარდაცვლილ სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდს, რომლის ბორდის წევრები და დირექტორატი ნაცების და მათი მხარდამჭერებისგან იყო დაკომპლექტებული, ხოლო გრანტების გაცემის პროცედურა კი სრულიად გაუმჭვირვალი. ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციით, გრანტები ძირითადად ნაცმოძრაობის წიაღში შობილ ან მათ მომხრე ენჯეოებზე გაიცემოდა.

განსაკუთრებით არჩევნების წინ.

სააგენტოს წინ ბევრი გამოწვევა ელის, როგორც ინტერვიუში აღვნიშნე (იხ, ბმული). თუმცა, მთავარია გამართული პროცედურები, გაცემული გრანტების მონიტორინგი და შედეგზე და არა პროცესზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერა. დონორ ორგანიზაციებში ჩემი თითქმის 15-წლიანი გამოცდილება მაძლევს საფუძველს ეს ვთქვა. ასე რომ Take care!“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი