ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 26 აპრილი 2025, 19:03

პოდგორიცაში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100). ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა და სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქრო კარიერაში პირველად მოიპოვა. ილიამ პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი სწორედ კოცოევთან დათმო.

საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური ასპარეზობა ოთხი მოპოვებული მედლით დაასრულა - ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ), რომელმაც ფინალში აიუბ ბლიევი დაამარცხა; ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი(-81 კგ) გახდნენ. 27 აპრილს კი საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლუის ენრიკე: ერთადერთი თასი, რომელიც კლუბის მუზეუმს აკლდა, ახლა ჩვენია. შესანიშნავია როდესაც ხალხს ამდენს სიხარულს ანიჭებ
ხვიჩა კვარაცხელია - ვფიქრობდი, პატარა ბიჭზე, რომელსაც ეს ოცნება ჰქონდა, ერთად ჩამიარა ყველაფერმა, იმ პერიოდმა, რაც გავიარე ფეხბურთთან ერთად
ხვიჩა კვარაცხელია: ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ - მჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შესაძლებელი იყო
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა
არქივი