დავით ქართველიშვილი: რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო და ახალი დავალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 04 მაისი 2025, 15:19

„მედიაში, სოციალურ ქსელებში რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო, ახალი დონორი და ახალი დავალება,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ „დიფ-სთეითის“ დამარცხებას „ბოლო ჟამამდე“ არ უნდა ველოდოთ.

„სახელებისა და გვარების გარეშე, ჩემი ყოფილი პროფესიის (უსაფრთხოების სფერო) საუკეთესო ტრადიციებზე ისედაც ყველაფერს გეტყვით, ვინაიდან ჩვენი მკითხველის უმეტესი ნაწილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უდიდეს პატივს ვცემ. მედიაში, სოციალურ ქსელებში რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ უეცარი აქტიურობის უკან, რომელიც საზოგადოებაში ავრცელებს „შულერულ“, გადაუმოწმებელ „ფობიებს“, როგორც წესი, დგას დაფინანსების ახალი წყარო, ახალი დონორი და ახალი დავალება. ეს არის აქსიომა, ეს არის ორჯერ ორი. ზოგს, წლების წინ დაკონსერვებულს „აღვიძებენ“, ზოგს კი ახალ საინიექციო ფინანსურ შპრიცზე სვამენ.

ძირითადი დონორი, „არარსებული დიფ სთეითის“ შევიწროების, დასუსტების მიუხედავად არსად გამქრალა. მის დამარცხებას „ბოლო ჟამამდე“ ტყუილად ნუ ველოდებით. უბრალოდ, მას კარგად ესმის, რომ ნაცადი მისამართით (პარტიული ნაცაქტივი, მათი მედია და „ენჯეო სექტორი“) დიდია რისკი პროგრამების შეჩერების, თანხების დაბლოკვის. ამიტომ, დედა-ამოცანის შესასრულებლად: აყირავება, გადატრიალება, „მაიდანი“ − ახალ არასტანდარტულ გზებს ეძებენ. მადლობა ეშმაკს, ამ გზაზე ახალი „იუდა ისკარიოტელის“ როლზე დროში გაწელილი რაიმე რთული „კასტინგის“ ჩატარება საქართველოში არაა საჭირო. ამოცანის გაიოლების ტექნიკურად ხელსაყრელი პირობაა, თუ რომელიმე ცნობადი „მოლაპარაკე თავის“ ახლობელი აშშ-ში საქმიანობს და მასზე გარკვეული ზემოქმედების ფასად თავის ახლობელთან ბმაში ინსტრუმენტის როლის შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის მერე ირჩევა საზოგადოებრივი შფოთვის რაიმე ახალი თემა და მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელზეც ეს „სენსიტიური“ დეზინფორმაცია, მათში „ეროვნულ“ და „რელიგიურ“ აღელვებას გამოიწვევს. ანუ, საუბარია ნაცების საწინააღმდეგო ბანაკში იმავე ამოცანების შესასრულებლად ახალი პლაცდარმის შექმნაზე.

„სარწმუნოებითა“ და „პატრიოტიზმით“ შენიღბული ეს თემა შეიძლება იყოს ქვეყანაში პაკისტანელების თუ ავღანელების „უკონტროლო მიგრაცია“, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის შედეგად ქვეყანაში პირველი „10 მილიონი ჩინელი მიგრანტის“ მოლოდინი, ექვს მილიარდად საქართველოს გაყიდვა უცხოტომელებზე, „უამრავი“ არაბული სოფელი მშენებარე მეჩეთებით, საკუთარ ქვეყანაში ქართველების დემოგრაფიულ უმცირესობაში გადანაცვლება და ა.შ. იმაზე მინიშნებაც კი, რომ თავის ამ „ეროვნულ“ შეშფოთებაში ისინი ნაცების სიტუაციურ მოკავშირეებს წარმოადგენენ, მათ საშინლად აღიზიანებთ. არადა, მათი სარწმუნოებრივი ცენზიდან გამომდინარე, ამ პოსტსააღდგომო დღეებში მაინც, ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითი მაინც ხომ უნდა ახსოვდეთ? ორი ათასი წლის წინ, რომაელი აგენტოკრატების რეზიდენტურის ხელმძღვანელი ისრაელში, პონტოელი პილატე იყო, რომელიც ებრაელებს ასკინკილათი რომის იმპერიაში ყოფნის სიხარულის გამოხატვას ასწავლიდა. იმავე პერიოდში, „ჭეშმარიტი“ ეროვნული და სარწმუნოებრივი სწავლებების აპოლოგეტებს − სინედრიონი, ფარისევლები და სადუკეველები წარმოადგენდნენ. რომაელებს ისინი ფორმალურად ვერ იტანდნენ, მაგრამ როდესაც ერთიანმა ზეამოცანამ გააერთიანა მათი მისწრაფებები − ზიზღი და სიძულვილი დავიწყებას მიეცა და მათ ერთობლივად გააკრეს ჯვარზე მაცხოვარი. დღეს ერთმანეთის გარეგნულად მოძულე მათი იდეოლოგიური შთამომავლები, ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ჯვარცმას ცდილობენ, ისედაც ზე-დანევროზებულ მოსახლეობაში ფეიკ-ფობიების გავრცელების სახით.

ვერც ისტორიამ ასწავლა ვერაფერი, საქართველოს ჯვრიდან ვერ ჩამოხსნი, მისი მხოლოდ გარდამოხსნაა შესაძლებელი, ისიც სიცოცხლით სიკვდილზე გამარჯვების ფასად. ვერც იმ 30 ვერცხლის ამბავმა ვერაფერი ასწავლა − ფულს აქვს სუნი და ხშირად ეს არის სისხლის სუნი. შენი სამშობლოს, შენი ღმერთის სისხლის სუნი და მას არ გაეკარო. ნუ შეგაშინებს ეს გმირობა, უსასყიდლოდ გიყვარდეს მაცხოვარი და მისი ზეციური დედის წილხვდომილი საქართველო. როგორ შეიძლება შიშმა განაპირობოს შენი „სიმამაცით“ და „უშიშრობით“ გაჟღენთილი „პატრიოტული“ ტექსტები მედიასა თუ სოციალურ ქსელებში. ქართველები ვართ, მართლმადიდებლები და ეს პუბლიკაციაც იქნებ შთაგონებად მიიღოთ. შიში და ვერცხლისმოყვარეობა უკუაგდოთ მაცხოვრისა და სამშობლოს მიმართ სიყვარულის სანაცვლოდ. გამგები გაიგებს. ამიტომ გირჩევთ, აპრიორი წაგებულ პროექტში არ შეაბიჯოთ…“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი