ლევან ნიკოლეიშვილი პატიმრის გარდაცვალებაზე: გარდაცვლილი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიით სპეკულაციას როგორ გაუშვებენ ხელიდან კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მათი დამქაშები - არ არსებობს ცემის ან წამების ფაქტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
435 05 მაისი 2025, 15:30

როგორც წესი, გარდაცვლილი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიით სპეკულაციას როგორ გაუშვებენ ხელიდან კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მათი დამქაშები. სამწუხროზე სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის, პატიმრის, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პატიმრის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიაც ცნობილია და ეს საქმე სახალხო დამცველსაც მუდმივ კონტროლზე ჰქონდა აყვანილი, არ არსებობს ცემის ან წამების ფაქტი. რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", ისინი ხმას არ იღებენ საპარლამენტო კომისიაზე გაჟღერებულ ინფორმაციებზე, სადაც უამრავი ადამიანის სასიკვდილოდ ცემის, წამებისა თუ სულაც ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტის ამბებს ვიგებთ.

„როგორც წესი, გარდაცვლილი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედიით სპეკულაციას როგორ გაუშვებენ ხელიდან კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და მათი დამქაშები. სამწუხროზე სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის, პატიმრის. ოფიციალური ვერსიაც ცნობილია და სახალხო დამცველსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავდა, ყველა გამოკითხულია, არ არსებობს ცემის ან წამების ფაქტი, წაიყვანეს საავადმყოფოში, მკურნალობდნენ და ვერ გადაარჩინეს. აი, იმაზე კი ხმას არ იღებენ საპარლამენტო კომისიაზე, რომ ამდენი ადამიანის მართლა სასიკვდილოდ ცემის ან წამების ან სულაც ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტის ამბებს რომ ვიგებთ. ერთი სიტყვა, თუნდაც მონანიების ჯერ მათგან არავის მოუსმენია. მონანიება, კი არა, აგერ, მათი შეკვეთით უცხოელი პატრონები თურმე "მეგობრობის აქტზე" მსჯელობენ, რომლითაც ყველაზე არამეგობრული განწყობის დაფიქსირება ცდილობენ, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს, მართლაც წამების შემოქმედების და მათი მხარდამჭერების სასარგებლოდ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი