ედიშერ გვენეტაძე: „მგელი არ მოიშლის მგლობას“ - ამას ადასტურებს კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ. სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 05 მაისი 2025, 17:47

აი ეს იყო ნაცმოძრაობის რეალური სახე. ასე აწამებდნენ და არ ინდობდნენ ადამიანებს. სააკაშვილის შექმნილ რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი და მოქალაქეების თვითნებურად მოგონილი, შუასაკუნეობრივი მეთოდებით დასჯა. „მგელი არ მოიშლის მგლობას“, - ამას ადასტურებს დღევანდელი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის(უფალმა აცხონოს) თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე და პოსტს ურთავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, გოჩა კაკოიშვილის, განცხადებას, რომლითაც ის აღწერს სისხლიანი რეჟიმის სასტიკ სახეს.

ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, სინამდვილეში პატიმრის საკითხი პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ობუცმენს და მსგავსი ოდნავი რამ, რომ გამოკვეთილიყო ის დაუყოვნებლივი სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების საგანი იქნებოდა.

„აი ეს იყო ნაცმოძრაობის რეალური სახე. ასე აწამებდნენ და არ ინდობდნენ ადამიანებს. სააკაშვილის შექმნილ რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი და მოქალაქეების თვითნებურად მოგონილი, შუასაკუნეობრივი მეთოდებით დასჯა. „მგელი არ მოიშლის მგლობას“ - ამას ადასტურებს დღევანდელი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის(უფალმა აცხონოს) თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ. არადა სინამდვილეში ეს საკითხი პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ობუცმენს და მსგავსი ოდნავი რამ, რომ გამოკვეთილიყო ის დაუყოვნებლივი რეაგირების საგანი იქნებოდა სახალხო დამცველის აპარატის.

რატომ აკეთებს ამას კოლექტიური ნაცმოძრაობა? მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბუნებიდან ანუ ცნობილი პრინციპიდან: „კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ გამომდინარე.
დასკვნა ერთია: „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი