ლევან ჭოტორლიშვილი: გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი ბანკროტობაა იმ ძალების, რომლებსაც ეყრდნობიან და ქართველების ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 05 მაისი 2025, 22:37

დაპირისპირებაში დიფ სთეითი იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს. ეს ძალები იყო: ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამოკიდებული ხალხი, კლუბური სუბკულტურები. ჟურნალისტები. არასამთავრობო სექტორი. ეკოლოგიკური მოძრაობა. მასკულტურა, არტისტები. ეს ძალები პერიოდულად მონაცვლეობით გამოჰყავდათ პოლიტიკურ სცენაზე,- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, ერთადერთი წარმატებული თემა იყო ეკოლოგიური პროტესტი, ნამახვანი. ხელისუფლება წავიდა დათმობაზე. გლობალისტებმა დაინახეს, რომ ეკოლოგიური პროტესტი შეიძლება გადაზრდილიყო ნაციონალიზმში და ძალაუფლებაში მოეყვანა გლობალისტებისთვის კიდევ უფრო არასასურველი ძალები ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება.

მისივე თქმით, მთავარი საკითხი რას უნდა ველოდოთ მომდევნო პერიოდში: ან გლობალისტები გააგრძელებენ გაბანკროტებული ძალების მხარდაჭერას ან გადაეწყობიან სოციალურ თემატიკაზე და შეეცდებიან სოციალური ამბოხებების მოწყობას.

„მიუხედავად იმისა რომ დაპირისპირებაში საქართველოს მხარეს ვარ, პროცესებს მაინც გარედან ვაკვირდები, უშუალოდ არ ვარ ჩართული. შესაბამისად შემიძლია ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან ვილაპარაკო:
რეალური დაპირისპირება დაიწყო 2019წ. დაპირისპირებაში დიფ სთეითი (თუ ამერიკის პრეზიდენტის ტერმინი არ მოგწონთ, მოვიხსენიოთ გლობალისტებად), იყენებდა სხვადასხვა ძალებს რომლებშიც მანამდე წლების განმავლობაში დებდა ინვესტიციებს (ფინანსური, პოლიტიკური და მედია მხარდაჭერა).
ეს ძალები იყო:
1. ნაციონალური მოძრაობა და მისი მემკვიდრე ძალები.
2. ლგბტ, ჰიპსტერები, ნარკოდამოკიდებული ხალხი,
კლუბური სუბკულტურები.
3. ჟურნალისტები.
4. არასამთავრობო სექტორი.
5. ეკოლოგიკური მოძრაობა.
6. მასკულტურა, არტისტები.
ეს ძალები პერიოდულად მონაცვლეობით გამოჰყავდათ პოლიტიკურ სცენაზე. როგორც ვხედავთ ამ ჩამონათვალში ვერ ვხედავთ ნაციონალისტურ ჯგუფებს, მემარჯვენე რადიკალ საფეხბურთო ფანატებს. ეს განასხვავებს საქართველოს უკრაინული მაიდანის სცენარიდან და ამ განსხვავებას აქვს თავისი მიზეზი. საქართველოს სამი ათასი წლის ისტორია გააჩნია. ძველია ქართული ნაციონალისტური ნარატივი. მესამე რაიხის სიმბოლიკა, ევგენიკა, რასობრივი თეორიები უცხოა ქართული ნაციონალიზმისთვის. ქართული ნაციონალიზმი კავშირშია ტრადიციულ ღირებულებებთან, კონსერვატიზმთან, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ეს ხაზი უახლეს ქართულ პოლიტიკაში უკავშირდება მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას. ევროპული ანალოგი არის ძმები კაჩინსკები და მათი დაარსებული „კანონი და სამართლის“ მოძრაობა. ამ ძალებს გლობალისტები მტრულ ძალებად თვლიან. შესაბამისად არ უჭერენ მხარს.
მეორე ძალა, რომელსაც გლობალისტები დღემდე არ იყენებდნენ არის სოციალური პროტესტი და ღარიბი ფენა. გლობალისტები ამ ძალებში ხედავენ პრორუსულობას, სენტიმენტებს საბჭოთა კავშირის მიმართ. ამის გარდა სოციალური თემატიკის გაღვიძება შეიძლება გლობალისტებს ბუმერანგივით მიუბრუნდეთ და ეს ლიბერალურ ფინანსურ ოლიგარქიას არ უნდა.
დღემდე გლობალისტების საქართველოში ომის და არეულობის გამოწვევის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. მიზეზი არის ბანკროტობა იმ ძალების რომლებსაც ისინი ეყრდნობიან და ასევე ქართველი ხალხის იტორიული ინტუიცია, რომელმაც კარგად იგრძნო ომის საფრთხე და ის თუ რაში უპირებდნენ ჩათრევას.
ერთადერთი წარმატებული თემა იყო ეკოლოგიური პროტესტი, ნამახვანი. ხელისუფლება წავიდა დათმობაზე. ამასთანავე გლობალისტებმა დაინახეს რომ ეკოლოგიური პროტესტი შეიძლება გადაზრდილიყო ნაციონალიზმში და ძალაუფლებაში მოეყვანა გლობალისტებისთვის კიდევ უფრო არასასურველი ძალები ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ პროექტი დახურეს.
მთავარი საკითხი რას უნდა ველოდოთ მომდევნო პერიოდში: ან გლობალისტები გააგრძელებენ გაბანკროტებული ძალების მხარდაჭერას ან გადაეწყობიან სოციალურ თემატიკაზე და შეეცდებიან სოციალური ამბოხებების მოწყობას, არ არის გამორიცხული კვლავ ეკოლოგიური პროექტების გააქტიურება. იმედია ხელისუფლება ამას ხედავს და ემზადება.
სოციალური სტაბილურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ბრძოლა მონოპოლიებთან, ინფლაციასთან, კორუფციასთან, მეტი სამართლიანობა, წარმოების განვითარება ხელშეწყობა. სოციალური პროტესტის განეიტრალება შეუძლებელია მხოლოდ ინტელექტუალების და უკეთესი პიარტექნოლოგიების საშუალებით. მატერიალური შედეგებია საჭირო.“-წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი