დავით ქართველიშვილი „megobari“ აქტზე: რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
406 06 მაისი 2025, 12:26
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კონგრესში megobari აქტის განხილვასა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანალიტიკოსი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უსვამს ხაზს, რომლის მიხედვითაც აშშ ყირგიზეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს, ოფიციალურ მიზეზად კი ამერიკის ცხოვრებაში ყირგიზების დიასპორის მზარდი წვლილი სახელდება.

„კვლავ გამახსენდა ამერიკის საერთაშორისო მისიებში ჩვენი ათობით დაღუპული და ასობით დასახიჩრებული, გამახსენდა ამერიკასთან ჩვენი წლობით განუხორციელებელი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები - და ვუპასუხე საკუთარ თავს: "ყირგიზებს ებარებოდეთ!"- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ორ კვირაში დონალდ ტრამპს ექნება საშუალება გააკეთოს არჩევანი „დიფ სთეითსა“ და მის დამარცხებას შორის.

„აზრი არა აქვს, ეს ბრძოლა წაგებული გაქვთ, თანაც, დიდი ხნის წინ. რაც არ უნდა იფართხალონ საქართველოს "megobrebma" - მათი ყოველი მომდევნო "აქტი" ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა. ხიბლი, ამპარტავნობა და სასოწარკვეთილება - იკითხება ჯო უილსონის "აქტში", როგორც გაკვირვებული გოლიათისა პატარა, მამაცი დავითის წინაშე.

როდესაც პირველად გავიგე ტრამპის გადაწყვეტილებაზე - ყირგიზეთს 1 ივნისიდან სავიზო რეჟიმი გაუუქმოს, ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზით დავინტერესდი. ბევრი ვიცინე: "აშშ-ში (განსაკუთრებით ჩიკაგოში) ყირგიზების დიასპორის ამერიკის ცხოვრებაში მზარდი წვლილის შეტანის გამო". კვლავ გამახსენდა ამერიკის საერთაშორისო მისიებში ჩვენი ათობით დაღუპული და ასობით დასახიჩრებული, გამახსენდა ამერიკასთან ჩვენი წლობით განუხორციელებელი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები - და ვუპასუხე საკუთარ თავს: "ყირგიზებს ებარებოდეთ!".

ორ კვირაში ტრამპს კიდევ ერთხელ მიეცემა "ყირგიზებსა" და ქართველებს შორის, "დიფ სთეითსა" და მის "დამარცხებას" შორის გასაკეთებელი არჩევანი. ოღონდ - ეს მისი გასაკეთებელი არჩევანი იქნება და მის მიერ ჩასაბარებელი ტესტი. ჩვენთვის - არაფერი იცვლება. ჩვენმა წმინდა გიორგიმ დიდი ხანია განგმირა ბოროტება, ხოლო საქართველოს - ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი