აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
412 06 მაისი 2025, 12:32
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, შეგვიძლია ე.წ. „მეგობარი აქტი“, ტრამპის თავისუფლების ხარისხის და „დიფ სთეითის“ გავლენების საზომ ინდიკატორად მივიჩნიოთ, თუ აღნიშნულ დოკუმენტს ტრამპი ხელს მოაწერს ის არაფორმალურად აღიარებს, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში დამარცხდა.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით, მტრული აქტი მიიღო, რომელიც არამეგობრული და არასტრატეგიული ნაბიჯია, დოკუმენტის მეგობარ აქტად მოხსენიება კი არასერიოზული, მიღებული კანონპროექტის სრული სათაურია ასეთია: “საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“ დოკუმენტის ოფიციალური სახელიდან ნათლად ჩანს, რომ არანაირი მეგობარი აქტი არ არსებობს.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი, დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნება, სენატის მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი, ხელის მოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს. შეგვიძლია ე.წ. მეგობარი აქტი, ტრამპის თავისუფლების ხარისხის და დიფ სთეითის გავლენების საზომ ინდიკატორად მივიჩნიოთ, თუ აღნიშნულ დოკუმენტს ტრამპი ხელს მოაწერს ის არაფორმალურად აღიარებს, რომ დიფ სთეითთან ბრძოლაში დამარცხდა და მხოლოდ ფასადური ცვლილებების ძალა აღმოაჩნდა, ხოლო ტრამპის მიერ ხელის არ მოწერის შემთხვევაში, ის დიფ სთეითის დამარცხებას დაადასტურებს. ფაქტი ერთია, აშშ საქართველოს მიმართ, არასამართლიანი პოლიტიკის განხორციელებას აგრძელებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს, აშშ-ს როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი