ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე: დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადება მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერებისადმი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 13 მაისი 2025, 12:55
პოლიტიკა ხელოვნება რომ არის ამას კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბნ ირაკლი კობახიძის წერილი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპისადმი, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. 

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური, დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადებაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არავის ვალი არ აქვს, ამიტომაც გვსურს თანასწორუფლებიანი, თანაბარზომიერი, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები ოვალური კაბინეტის ბინადრებთან, აშშ სახელმწიფოსთან და არა "დიფ სთეით"-ის მიერ შემოთავაზებული ბატონყმური ურთიერთობების გაგრძელება.

„პოლიტიკა ხელოვნება რომ არის ამას კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბნ ირაკლი კობახიძის წერილი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპისადმი.

პოლიტიკაში მთავარია მიმდინარე დროისა და სივრცის სწორად შერჩევა. ამას ადასტურებს ურთულეს ისტორიულ ქარტეხილებში ჩვენი წინაპრების იუველური სიზუსტით მოქმედებებით. ასე იყო მაშინ, როდესაც დავით აღმაშენებელი 10 წლის მანძილზე ხარკს აძლევდა მომხდურებს ანუ მანამ სანამ საერთაშორისო ვითარება საქართველოს სასარგებლოდ არ შეიცვალა. ასე იყო გიორგი ბრწყინვალის დროსაც, რომელმაც დიპლომატიის მეშვეობით, ერთი გენერალური ბრძოლის გარეშე შეძლო მონღოლების უღლის კისრიდან გადაგდება და ქვეყნის კვლავ გაერთიანება.

"წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო"- უთქვამს ქართველ კაცს ამის დასტურია პირველად დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34 წლის შემდეგ არსებული საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე საქართველოს სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური, დიპლომატიური, ღირსებით სავსე განცხადება მსოფლიო ზესახელმწიფოს ლიდერებისადმი, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, არავის ვალი ჩვენ არ გვაქვს. პირიქით კი... ამიტომაც გვსურს თანასწორუფლებიანი, თანაბარზომიერი, ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები ოვალური კაბინეტის ბინადრებთან, აშშ სახელმწიფოსთან და არა "დიფ სთეით"-ის მიერ შემოთავაზებული ბატონყმური ურთიერთობების გაგრძელებაო.

ამიტომაც ვამაყობ, რომ ქართველი და საქართველოს მოქალაქე ვარ.

"ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…/ვიცინი, აღარ ვტირი მე. /ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ/გამოდით, თქვენი ჭირიმე!…დრო მოდის - ერთად ვიცინოთ!/ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!"“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი