ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
373 13 მაისი 2025, 19:22
საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ დათქმებსა და რეკომენდაციებზე თავიდანვე გამიჩნდა კითხვები. აშკარად ჩანდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომ ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი 9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას, და ქვეყანაზე გარე კონტროლის დაუშვებელი დოზით ზრდას, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

ანჯაფარიძემ რამდენიმე დათქმა განიხილა და ახსნა თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ისინი საქართველოსთვის.

„საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ დათქმებსა და რეკომენდაციებზე თავიდანვე გამიჩნდა კითხვები. აშკარად ჩანდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომ ევროკავშირის მიერ ჯერ 12, ხოლო კანდიდატის სტატუსის შემდეგ კი
9 რეკომენდაცია ემსახურება სუვერენიტეტის დაუშვებელ დონემდე შეზღუდვას, და ქვეყანაზე გარე კონტროლის დაუშვებელი დოზით ზრდას

თავს არ შეგაწყენთ ყველა დათქმა/რეკომენდაციის განხილვით და მხოლოდ ზოგიერთზე შევჩერდები.

1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, ბრძოლა.

სინამდვილეში, ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირზე კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების წართმევა. ალტერნატიული აზრის ჩახშობა და რეპრესიული ზომები ამგვარი აზრების
ავტორთა მიმართ. ევროკავშირი დეზინფორმაციად მიიჩნევს მის კრიტიკას. ეს ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოში ევროკავშირზე ჯანსაღი დისკუსიების სივრცის დახურვას და აზრთა პლურალიზმის მოშთობას.

2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება

სინამდვილეში, ეს არის საქართველოს იძულება, ევროკავშირისგან ყოველგვარი დამცავი მექანიზმების შეთავაზების გარეშე, სრულად შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, ამით
ქვეყნის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენოს, ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზე დააყენოს და რუსეთიდან აგრესიის საფრთხე გაზარდოს.

3. პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ინკლუზიურად მუშაობა.

სინამდვილეში, ეს არის „ნაცმოძრაობასთან“ და მის გამონაყოფებთან „კოჰაბიტაციის“ პოლიტიკის გაგრძელება, პოლიტიკურ რუკაზე მათი შენარჩუნების მიზნით. ფაქტიურად, უნდა ვისხდეთ დესტაბილიზაციის შენელებული მოქმედების ნაღმზე, რომლის
აფეთქების პულტიც ამ პარტიების და მათი გარე კურატორების ხელში იქნება.
4. ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის განხორციელება

სინამდვილეში, რეფორმების აკომპანემენტით მოხდებოდა მოსამართლეთა ე.წ. „ვეტინგის“ დანერგვა - უცხოელი ექსპერტების მიერ საქართველოს მოსამართლეების შერჩევა და დანიშვნა. შედეგად, სასამართლო მთლიანად მოექცეოდა გარეშე კონტროლის ქვეშ, აქედან გამომდინარე მძიმე შედეგებით.

5. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის
უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

სინამდვილეში, ამით უნდა მოხდეს გარედან დაფინანსებულ-მხარდაჭერილი უცხოური გავლენის აგენტურის ჩანერგვა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში, უცხოელი დამკვეთების ინტერესების ლობირების მიზნით. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ენჯეოების ლობირებული საკითხები ხშირად ეწინააღმდეგება ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს და ტრადიციებს", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი