მოლაპარაკებების აცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიცია“, რომ ამოცანად რჩება მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 14 მაისი 2025, 11:26
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინას შორის 15 მისს, თურქეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ პუტინის მისამართით როგორც ზელენსკის, ასევე ევროპელი ლიდერების ულტიმატუმები ისმის თუ ის მოლაპარაკებებს არ დათანხმდება. დავით ქართველიშვილის თქმით, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ევროპელი ანტიტრამპისტები სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას მის დაწყებამდე ცდილობენ.

„დასავლეთის მიერ ჩაშლილი იმ პროცესის შემდეგ, დასავლეთის მიერვე დღეს პუტინის წინასწარ და განზრახ დამცირებისა და პროვოცირების ფონზე, ვინმეს "15 მაისის" წარმატებისა თუ სჯერა - ნება მისია“- წერს ექსპერტი და განმარტავს, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან პუტინის მისამართით ულტიმატუმებისა და შანტაჟის ენაზე საუბარი, რუსეთის პრეზიდენტის რეაგირების გამოწვევაზეა ორიენტირებული, თუმცა ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ევროპელ ლიდერებს მოლაპარაკებების ჩასაშლელად გეგმა B-ც ექნებათ, ზელენსკის მიერ დატრიალებული შოუს სახით.

„ჯერ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი არ ჩავა 15 მაისს თურქეთში მასთან მოლაპარაკებების მიზნით - აშშ-მ და ევროკავშირმა უნდა მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი. გადის რამდენიმე დღე და უკვე გერმანიის ახალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამ განცხადებას ახალ ულტიმატუმს უმატებს: "ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს თუ მიმდინარე კვირაში, მშვიდობის მიმართულებით პროგრესი არ იქნება" - და არ აკონკრეტებს, "პროგრესში" რა იგულისხმება.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი ცენტრის "ლონდონ/პარიზიდან" - თურქეთში გადანაცვლებამ იმდენად გააღიზიანა "ანტიტრამპისტული კოალიციის" წევრები და მათი მარიონეტები, რომ მათ ძირითად ამოცანად რჩება რამენაირად მოლაპარაკებების ეს რაუნდიც ჩაშალონ, ჯერ კიდევ მისი დაწყების წინ.

ყველასთვის გასაგებია, რომ პუტინის მისამართით ულტიმატუმის თუ შანტაჟის ენაზე საუბარი გამიზნულია მისი მხრიდან პროგნოზირებადი რეაგირების გამოწვევაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელ "მხიარულ ლიდერებს" მომზადებული აქვთ "გეგმა В"-ც - თურქეთში, ზელენსკის მიერ "ოვალურ კაბინეტში" დატრიალებული მსგავსი შოუს სახით.

რეალური მშვიდობა კი გაცილებით უფრო "ლმობიერი" სამშვიდობო პაკეტით და ორივე მხრიდან გადარჩენილი მილიონი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლით - სტამბულის მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე იდო 2022 წლის მარტში. დასავლეთის მიერ ჩაშლილი იმ პროცესის შემდეგ, დასავლეთის მიერვე დღეს პუტინის წინასწარ და განზრახ დამცირებისა და პროვოცირების ფონზე, ვინმეს "15 მაისის" წარმატებისა თუ სჯერა - ნება მისია. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი