ზურაბ ქადაგიძე: არც „თიბისი" და არც „საქართველოს ბანკი", მხოლოდ „ბლექ-როკის" ნების აღმსრულებლები იქნებიან. როდესაც მართლმსაჯულების ოკუპაციით, მცდელობით, დასანქცირებით, ხელისუფლებას ვერ ცვლი, რჩება ბოლო გზა - ეკონომიკური ექსპანსია!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 19 მაისი 2025, 16:43

როდესაც მართლმსაჯულების ოკუპაციით ( უკრაინის და ალბანეთის მაგალითი), არჩევნების გაუქმების ბერკეტებით (რუმინეთის მაგალითი), რევოლუციის მოწყობის მცდელობით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირებით, სოციალური აფეთქების პერსპექტივითა და ათასი ინსინუაციის წყალობით, ხელისუფლებას ვერ ცვლი, რჩება ბოლო გზა - ეკონომიკური ექსპანსია! - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, პოლიტიკურ ოკუპაციას ვერ ახერხებს "დიფ სთეითი", მაგრამ, ეკონომიკური ექსპანსიით ეცდება საწადლის მიღწევას. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ვისაც საპროცენტო განაკვეთებსა და კაბალურ პირობებზე პრეტენზია აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ არც "თიბისი" და არც "საქართველოს ბანკი", ქართული საზოგადოებრივი ინტერესებიდან აღარასდროს იხელმძღვანელებს.

„როდესაც მართლმსაჯულების ოკუპაციით ( უკრაინის და ალბანეთის მაგალითი), არჩევნების გაუქმების ბერკეტებით.(რუმინეთის მაგალითი), რევოლუციის მოწყობის მცდელობით, ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირებით, სოციალური აფეთქების პერსპექტივითა და ათასი ინსინუაციის წყალობით, ხელისუფლებას ვერ ცვლი, რჩება ბოლო გზა - ეკონომიკური ექსპანსია!
"ბლექ როკი" რასაც წარმოადგენს , ჩემი ახსნა აღარ სჭირდება.
არც იმას სჭირდება ახსნა, "საქართველოსა" და "თიბისი" ბანკები, რა მასშტაბის ქონებას ფლობენ.
რატომ გადაუფორმა ნახევარი საქართველო, ამ ორ ბანკს სააკაშვილმა, ცალკე თემაა, თუმცა დღეს, ამ ქონების განმკარგავი, არც ერთი ბანკის მმართველი საბჭოა, არამედ ზემოხსენებული "ბლექ-როკი".
დიახ, პოლიტიკურ ოკუპაციას ვერ მოახერხებს "დიიფ სთეითი", ეკონომიკური ექსპანსიით ეცდება საწადლის მიღწევას.
ასე რომ, არსად გამქრალა რევოლუციის, გადატრიალებისა და ომის საფრთხე, უფრო სხვა სახით შეეცდება გავლენების მოპოვებას და ჩემი აზრით, უფრო გათვლილ-გაზომილი მეთოდებით, რასაც სამწუხაროდ, უფრო მეტი ეფექტი ექნება.
ამიტომ, რისკია ნებისმიერი ბიზნესი ამ ორ ბანკს დაუკავშიროთ, ინვესტორებმა და საქმოსნებმა, რადგან ნებისმიერ დროს გამოგიყენებენ საზარბაზნე ხორცად და სანამ ამ ორ ბანკს დაუკავშირებთ თქვენს კაპიტალს, დიდი დაფიქრება გმართებთ.
და მეორე - ყველამ იცოდეთ, ვისაც პრეტენზია გაქვთ საპროცენტო განაკვეთებისა და შემოთავაზებული კაბალური პირობების გამო, არც "თიბისი" და არც "საქართველოს ბანკი", ქართული საზოგადოებრივი ინტერესებიდან აღარასდროს იხელმძღვანელებს.
ისინი მხოლოდ "ბლექ-როკის" ნების აღმსრულებლები იქნებიან.
როდესაც დასჭირდებათ, ისე "გაგატყავებენ" წამითაც არ დაფიქრდებიან.
ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილზე დიდი ნაძირალა, ის ბანკირები და ბიზნეს-პერსონები არიან, ვინც "ნაციონალურ" რეჟიმს ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება.
სააკაშვილმა თუ სახელმწიფო სუვერენიტეტი "აგენტოკრატიას" დაუქვემდებარა, ეს ბანკები და ბიზნესმენები, ქვეყნის ეკონომიკურ ექსპანსიას უწყობენ ხელს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი