დავით ქართველიშვილი ტრამპისა და პუტინის საუბარზე: „აღარც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს“ ესაა ჩემი კომენტარი ტრამპის კომენტარზე.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
273 20 მაისი 2025, 10:07
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გენიალური ამერიკული ფილმის „მარმოტის დღე“ („День сурка“) მახსენდება და მთავარი გმირის ცნობილი ფრაზა: „ეს ზამთარი იქნება ხანგრძლივი და არასდროს არ დასრულდება“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ საქართველო არ უნდა ენდოს დიდ, ცბიერ სახელმწიფოებს.

„აღარც ფიცი მწამს და აღარც ბოლო მაკვირვებს“ - ესაა ჩემი კომენტარი ტრამპის კომენტარზე, პუტინთან მისი ორსაათიანი საუბრის შინაარსზე კომენტირებისას. A plague o' both your houses! - მენტოკისა („დასავლეთი“) და კაპულეტის („რუსეთი“) ოჯახების მიმართ გამოყენებული უილიამ შექსპირის ეს ფრაზა, სასიკვდილოდ დაჭრილი მერკუციოს („უკრაინა“) მიერ თქმული, გახდა სიმბოლო იმ კონფლიქტების გაკიცხვისა, რომლებშიც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.

არაერთგზის უთქვამს თვით ტრამპს, რომ უკრაინის სასაკლაო იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ აღმოსავლეთისკენ და რუსეთის საზღვრებისკენ სამხედრო საფრთხის არ გაფართოების პირობა დაარღვია დასავლეთმა. ამასთან ლოგიკაში როგორ მოდის ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, თუ რუმინეთში ახალი კოლოსალური ავიაბაზის მშენებლობის დაწყება ულტრათანამედროვე B-52 ამერიკული ბომბდამშენებისთვის - ტრამპის ოპტიმიზმთან, რომ პუტინთან არაჩვეულებრივი საუბარი შედგა - ყოვლად გაუგებარია.

გენიალური ამერიკული ფილმის „მარმოტის დღე“ („День сурка“) მახსენდება და
მთავარი გმირის ცნობილი ფრაზა: „ეს ზამთარი იქნება ხანგრძლივი და არასდროს არ დასრულდება“ - ოღონდ ომთან მიმართებით. თუმცა, იმავე ფილმს თუ დავესესხები, ერთხელაც ის „მარმოტის დღეც“ სრულდება და რა თქმა უნდა, ეს ომიც დასრულდება. უბრალოდ ჩვენ განსაკუთრებით, იმ ბედნიერ დღემდე არანაირი მოდუნების თუ ნდობის უფლება ჩვენზე გაცილებით უფრო ცბიერი და დაუნდობელი იმპერიალისტების მიმართ არ უნდა გვქონდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი