დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 21 მაისი 2025, 19:02
წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია გაიყოფა.

„წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი. დღეს, თუ დაეჯერება, ხაზს ვუსვამ, თუ დაეჯერება თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მიდგომას USAID-ის, NED-ის თუ სხვა ფონდების ხაზით ამ თანხების გაფლანგვას ყელზე ფეხი დააჭირონ, მაშინ მათ არანაირი პერსპექტივა არ რჩებათ ამ ქვეყანაში. ფინანსური მოტივაციაც კი არ რჩებათ დარჩნენ თავიანთ დესტრუქციულ და რადიკალურ მდგომარეობაში.

მერამდენედ, ეს ხომ არაერთხელ გვინახავს, მათი კატეგორიული უარი პარლამენტში შემოსვლაზე და შემდეგ მაინც შემოდიოდნენ პარლამენტში. ახლაც ნაწილი გაიყოფა, მართლა გაიყოფა. ნაწილს, უბრალოდ რესურსიც კი არ აქვს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ ნაწილი, რომელიც ჩვენ დღემდე გვარწმუნებს იმაში, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, არჩევნები იქნება არალეგიტიმური, ისინი მშვენივრად მიიღებენ მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში. ამასაც დავინახავთ. არანაირი პრინციპები მათ არ გააჩნიათ. ისივე, როგორც მათ არ გააჩნიათ არანაირი პროგრამა და მე უბრალოდ მაინტერესებს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიმდინარეობის ფონზე, როდესაც ყოველდღე ხდება იმ რეჟიმის და ამ ე.წ. ოპოზიციის მხილება საშინელ დანაშაულში, ისეთ ფაქტებს და ისეთ ეპიზოდებს ვიხსენებთ, რომელიც ზოგს დავიწყებული ჰქონდათ, ზოგის შესახებ არ ვიცოდით და პირველად გვესმის, ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც მთელი ქვეყანა უყურებს ამ კომისიის პირდაპირ გადმოცემებს, რა პროგრამით უნდა წარდგნენ მოსახლეობის წინაშე. გინდაც თბილისში და გინდაც რეგიონებში.

რა უნდა თქვან, რა უნდა აღიარონ, როდესაც გამბედაობაც კი არ ჰყოფნის, რომ სხვის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ამათმა მაინც თქვან უარი. ეს არის კოლექტიური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ გაექცევიან“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი