მაია ორჯონიკიძე: გიგა ბოკერია დღემდე არის ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 23 მაისი 2025, 10:26

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ვამბობ და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ: გიგა ბოკერია იყო და დღემდე არის რუსი ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, მაია ორჯონიკიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სწორედ გიგა ბოკერიამ გაყო შუაზე „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წელს და მანვე გახადა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბულინგი ტრენდული.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან ვამბობ და ხელს ვაწერ იმაზე, რასაც ვამბობ: გიგა ბოკერია იყო და დღემდე არის რუსი ივანიშვილის მთავარი და შეუცვლელი დასაყრდენი ოპოზიციაში და ამას ვერ შენიღბავს მისი ცრუ ვერბალური თავდასხმები ბიძინასა და მის რეჟიმზე. ადამიანი, რომელსაც მართლა გააჩნდა ინტელექტუალური ბაგაჟი და ამით კიდევ უფრო საშიში გახდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, უნაკლოდ ასრულებდა რეჟიმის მთავარ მითითებებს-გადამწყვეტ 2016 წელს სწორედ მან გაყო შუაზე ენმ, იმ დროს ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია. სწორედ მან გახადა ოპოზიციაში ტრენდული პირადად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბულინგი, რასაც შემდეგ სხვებიც აჰყვნენ, რაც პირდაპირ სუსის ნარატივში ჯდებოდა. გიგა ბოკერია, რომელიც მიშას შემდეგ გავლენით ფაქტობრივად მეორე ადამიანი იყო წინა ხელისუფლების დროს-ერთადერთია იმდროინდელი უმაღლესი ეშელონიდან, ვინც არათუ დაკავებული, დაკითხულიც კი არასოდეს ყოფილა რუსული რეჟიმის მიერ. ამ დონის ჩანერგილი ბიძინას სხვა არავინ ჰყოლია და ვინც ამას ვერ ხვდება, უბრალოდ გონებასუსტია. კარგია, რომ იღვიძებს ხალხი ნელ-ნელა. ყველაფერს ვერ ვამბობ, რომ სხვა ადამიანები არ დავაზიანო სანამ რუსული რეჟიმია ამ ქვეყანაში, მაგრამ მაქვს იმის ფაქტობრივი დადასტურება რაც ახლა დავწერე. მოვა დრო და ამას საჯაროდ ვიტყვი“, - წერს მაია ორჯონიკიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი