„ნაცმოძრაობის" კარიკატურისტი მეტრეველი ჩერგოლეიშვილზე: ციხეებში ჩვენ დროს მართლა სცემდნენ პატიმრებსო. დღესაც ვნანობ, მაშინ ოფისში თამარას რატომ არ ვკითხე, გიგამ პარტიაში რატომ არ დააყენა საკითხი, გაერკვიათ რა ხდებოდა ციხეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 24 მაისი 2025, 11:48
„ნაცმოძრაობის" კარიკატურისტი ნუგზარ მეტრეველი "ფედერალისტების" ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის მონაყოლ ისტორიასიხსენებს, როდესაც მას "ნაცმოძრაობის" დროს ციხეში დახმარება სთხოვეს, შემდეგ კი თხოვნა შეცვალეს, იმ მიზეზით, რომ პატიმრისთვის უარესი იქნებოდა.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, დღესაც ნანობს, მაშინ ოფისში თამარას რატომ არ კითხა, რის გამო გაჩუმდა და გიგა ბოკერიამ პარტიაში რატომ არ დააყენა საკითხი, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა ციხეში.

„2014-ში თუ 2015-ში აღარ მახსოვს. ყიფშიძის ქუჩის დასაწყისში ნმ -ს მცირე ზომის ოფისში ნაცმოძრაობის მომხრეებმა შეხვედრა მოუწყვეს თამარ ჩერგოლეიშვილს, გვაინტერესებდა ბრძოლის რა გეგმები ჰქონდა პარტიას. შეხვედრაზე თამარას ის არ უთქვამს გიგა პარტიის დაშლაგაყოფას რომ აპირებდა, სამაგიეროდ წარსული გაიხსენა, ციხეებში ჩვენ დროს მართლა სცემდნენ პატიმრებსო და ერთი ისტორია გაიხსენა, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა დამირეკა და მთხოვა ციხეში ჩემ ქმარს ცემენ და იქნებ დამეხმაროო, კაიო დაგეხმარებიო, ყველაფერს გავარკვევო, დაამშვიდა თამარამ. მეორე დღეს კვლავ დაურეკა ქალმა და სთხოვა, რომ რაც გუშინ მოუყვა არავისთვის ეთქვა, რატომო? იკითხა თამარამ, ციხეში ჩემ ქმარს ველაპარაკე და მითხრა არავის უთხრა რომ მცემენ, ეს ამბავი ციხიდან რომ გავიდეს ცემაში მომკლავენო. კარგი არავის ვეტყვიო, კვლავ დაამშვიდა თამარამ და ეს საიდუმლო არავის გაანდო.

დღესაც ვნანობ, მაშინ ოფისში თამარას რატომ არ ვკითხე, რის გამო გაჩუმდა და გიგამ პარტიაში რატომ არ დააყენა საკითხი რომ გაერკვიათ რა ხდებოდა ციხეში", - წერს ნუგზარ მეტრეველი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი