ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 24 მაისი 2025, 13:45
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით ელჩების ნაწილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი ელჩების მხრიდან წინა წლებში წარმოებულ კამპანიებს იხსენებს.

„ჯაფარიძის გირაოზე რამდენიმე ელჩისგან მოსმენილი განცხადებები გვახსენებს იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს, რომლითაც უკვე წლებია ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ:

რუსთავი 2-ის საქმეზე 7 წელი (2013-2019) არ მოგვასვენეს, მორალი გვიკითხეს და დემოკრატიული უკუსვლები გვაბრალეს.

მელიას საქმეზე 3 წელი (2021-2023) გვაჯანჯღარეს, მორიგი გადატრიალება სცადეს.

გვარამიას საქმეზე 2 წელი (2022- 2024) წიოკი გაჰქონდათ მაღალი რანგის და დაბალი კომპეტენციის ჩინოვნიკებს,

ჟურნალისტების მდევნელი პროკურორი დევნილ ჟურნალისტად გამოგვიცხადეს.

სააკაშვილს 3 წელი (2021-2023) მომაკვდავად გვიცხადებდნენ, ტელეპანაშვიდებს მართავდნენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფულს იხდიდნენ, დიაგნოზებს აყალბებდნენ და ბიომასალას წინდებით დაატარებდნენ, ლამის სამოქალაქო აპოკალიფსი მოგვიწყვეს ცრუ დემარშის ავტორმა ევროპელმა ელჩებმა.

ბოლოს, ორი დღის წინ, ის საქმეც კი წააგეს, 7 წელი (2019-2025) შეშის აქციაზე მიტანას გამოხატვის თავისუფლებად რომ გვიცხადებდნენ.

ყველა აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგმა თქვა, რომ უცხო მთავრობები, მინისტრები, დეპუტატები, ელჩები, მათი მდივნების თანაშემწეები და თანაშემწეების მდივნები, აბსოლუტურად ყველა, - დიახ, ყველანი ტყუოდნენ და ქართული მართლმსაჯულება მართალი იყო.

შეიძლება შეცდე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ ყოველ ჯერზე? ყოველ ჯერზე რთულია, იყო ასეთი არაკომპეტენტური, თუ მტრული განზრახვის მქონე მავნებელი არ ხარ.

ხარ მხარე. განსაზღვრული დღის წესრიგით, რომლითაც არათუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას იზღუდავ, პირდაპირ ხელისუფლების და ხალხის ნების ცვლილებას აორგანიზებ. და ამ ფონზე, რა ვენის კონვენცია და საშინაო საქმეში ჩაურევლობა? ღმერთი როგორ არ იცინის, ვენის კონვენციის შეხსენებას რომ ვდილობთ.

სადმე გახსოვთ, ქართველი სხვის საქმეში ამგვარად ჩარეულიყო? მსგავსი უპატივცემულობა გამოევლინა? შეცდომა მოსვლოდა და ბოდიში არ მოეხადა?

და რა მოხდება, რომ ამ ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, ბიუროკრატმა თუ დიპლომატმა ერთხელ ქართული ღირებულებებითაც იმოქმედოს და ბოდიში მოიხადოს. ხომ ვხედავთ, რომ "ევროპული ღირებულება", ისე, როგორც ეს მათ ესმით, ამ მხრივ, ქართულს ჩამორჩება. ჩვენგანაც ისწავლონ იქნებ, რას ნიშნავს შეცდომის სირცხვილი, სხვისი უსამართლოდ დაზიანების სინანული, გაფუჭებულის გამოსწორების პასუხისმგებლობა.

ნაცვლად ამისა, ვხედავთ მცდელობას, რომ ბევრჯერ ნანახი კინო კიდევ ერთხელ გვაჩვენონ, თეთრზე შავი გვითხრან, საზოგადოებაში კვლავ ზიზღი და სიძულვილი დათესონ, როგორც ეს სააკაშვილის, მელიას და გვარამიას საქმეებზე აკეთეს. ეს ფარსიც ხომ იგივე კინოთეატრიდანაა?

ისინი არ დაეძებენ. მათთვის ეს განცხადებები ხუთი წუთის საქმე და ხუთი წამის სადარდებელია. ამ პროცესში თუ რამე ზიანდება, ეს ქართული საზოგადოების მთლიანობა, ფასეულობები, დემოკრატიული განვითარების გზა და ეროვნული თანხმობაა. აღარაფერს ვამბობ ცალკეულ სასოწარკვეთილ აქტივისტებზე, რომლებიც იმ აგურს ირტყამენ თავში, უცხოეთიდან რომ მიაჩეჩეს ხელში", -წერს შალვა პაპუაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი