ისტორიაში პირველად - საქართველომ პარაკანოეში მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 25 მაისი 2025, 16:45

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს პარაკანოეში. საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა. პარაკანოეში ეს საქართველოსთვის მოპოვებული პირველი მედალია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 40,77 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი