ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიზუსტით სწორი პასუხი გასცა აშშ-ს საელჩოს - მასზე სანქციებით შანტაჟის ფონზე, არამართებულია სახელმწიფო საქმეებზე საუბარი და სწორი ადრესატია პრემიერ-მინისტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 28 მაისი 2025, 16:58
ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიზუსტით სწორი პასუხი გასცა აშშ-ს საელჩოს - მასზე სანქციებით შანტაჟის ფონზე, არამართებულია სახელმწიფო საქმეებზე საუბარი და სწორი ადრესატია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან აშშ-ს საელჩოს განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, არც ისაა სწორი, რომ ამერიკის დიპლომატიური მისია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს შეხვედრას და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან.

„ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიზუსტით სწორი პასუხი გასცა აშშ-ს საელჩოს - მასზე სანქციებით შანტაჟის ფონზე, არამართებულია სახელმწიფო საქმეებზე საუბარი და სწორი ადრესატია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. არც ისაა სწორი, რომ ამერიკის დიპლომატიური მისია მხოლოდ მასთან ითხოვს შეხვედრას და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი მართებულად აღნიშნავს:
"იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, [შვეიცარული ბანკის] დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა."

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებლობისა და მისი საპატიო თავმჯდომარეობის მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" პრინციპული გადაწყვეტილება მიიღება გუნდური პრინციპითა და პრემიერ-მინისტრის ჩართულობით.

"აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი" - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა: "იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სუს-ის ბრიფინგში, დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებისთვის ამ ერთი კადრის ჩვენება: ნივთიერების და მისი შესაბამისი კოდის
ილონ მასკი: ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ შეძლონ თავიანთი ხალხის ინტერესების წარმოდგენა
ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ - ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“
სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. არჩევნებზე დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს იხსენებს
აშშ-ის უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არის ცივი წყალი ბრიუსელში ჩაბუდებული ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ჩაფლულნი იყვნენ კორუფციაში
არქივი