საქართველოს მთავრობას მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს - როდის გააუქმებს ამერიკა სანქციებს და რა ფასს, როგორი სახით გადაიხდის შტატები საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაში?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
292 28 მაისი 2025, 18:04
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, საქართველოს მთავრობას ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს - როდის გააუქმებს ამერიკა სანქციებს და რა ფასს, როგორი სახით გადაიხდის შტატები საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაში?

„ჟონგლიორობა" ამერიკულად.
ცალი ხელით დამოუკიდებლობას გვილოცავს ტრამპი და ცალით, ყოფილი თუ მოქმედი ელჩების მიერ გაფუჭებული უამრავი საქმის გამოსწორების ნაცვლად, ამერიკული მხარე კვლავ მუქარანარევი ტონით გველაპარაკება?!

ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ, მკაცრად და პრინციპულად დააყენა საკითხი - პირად ინტერესებს არასდროს აურევს სახელმწიფოებრივში და არასდროს დააყენებს საკუთარ კეთილდღეობას საქართველოს უსაფრთხოების საპირწონედ.

შარშანაც ჰქონდა ამერიკულ მხარეს მსგავსი მცდელობა, შანტაჟის გზით მიეღო სასურველი და უარით გაისტუმრა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს კი იმავეს იმეორებენ ერთი განსხვავებითა და პარადოქსით, რომ თან დაასანქცირეს.

მმართველი პარტიის თითქმის მთელი შემადგენლობა - მთავრობა, საჯარო პირები, დეპუტატები და ა.შ., უტიფრად მოდიან, ფორმალობასაც აღარ კადრულობენ, მთავრობის მეთაურის გვერდის ავლით ცდილობენ საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას?!
ტრამპს კარგად ესმის ბიზნესის ენა. ამ ენაზე კი ორი მხარე შესათანხმებლად გარკვეული პირობებითა და ღირებულებითი თანხვედრებით იწყებს საუბარს.

საქართველოს მთავრობას ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს და ამ "ჟონგლიორობას" ხისტად უპასუხოს - როდის გააუქმებს ამერიკა სანქციებს და რა ფასს, როგორი სახით გადაიხდის შტატები საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაში?!

ბოლო-ბოლო, ჩვენ აქ ვდგავართ და არსად ვაპირებთ გადასახლებას, ხოლო შტატები ოკეანის გაღმიდან მოდის და ამხელა ექსპედიცია თუ წარმატებით უნდათ, რომ დაამთავრონ, შესაბამისი ფასი არ უნდა გადაიხადონ?!

ეს ორი მთავარი საკითხი უნდა დააყენოს საქართველომ და მათი პასუხიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, ღირს საერთოდ რამე შეთანხმებაზე საუბარი?!
P.S. ერთიც, თუ შტატების მხრიდან საქართველოს ფასზე წამოიწყებენ საუბარს, აქაც მკაფიო პასუხია საჭირო - საქართველომ 30 წლის განმავლობაში ფიზიკურად, ქართველი ვაჟკაცების სიცოცხლით გადაიხადა ამერიკული "ოცნების" საფასური და სამაგიერო დღემდე არ მოგვითხოვია. დღეს კი ბოდიში, გინდა კარგია - უნდა გერგებოდეს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი