ზაზა შათირიშვილი: ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ უთხრა უარი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნაზე, რასაც წინ უსწრებდა „დიპ სტეიტის“ მიერ სხვა აგენტების მფარველობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 29 მაისი 2025, 10:22

ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე.

მისივე თქმით, მანამდე, “დიპ სტეიტმა“ თავისი აგენტების - მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მფარველობისთვის, სწორედ ინტერპოლი გამოიყენა.

„ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობა სწორედ საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვაა, ინტერპოლი გახლავთ. თუმცა, ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ინტერესების გავლენით კომპრომისების დაშვება ინტერპოლსაც უწევს. კერძოდ, ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს.

ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. ბაჩიაშვილის შემთხვევას წინ უსწრებდა „დიპ სტეიტის“ მიერ სხვა უცხოელი აგენტების მფარველობა ინტერპოლის გამოყენებით. კერძოდ, ინტერპოლს 2014 წელს უარი ათქმევინეს მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე, ხოლო 2015 წელს ჯერ დავით კეზერაშვილს, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილს გაუუქმეს გამოცხადებული ძებნა”, - წერს ზაზა შათირიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი