ზურაბ ქადაგიძე: ბაჩიაშვილი ვერც კი ხვდება, რომ თუ მართალია რასაც ჰყვება, პირდაპირ ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
377 29 მაისი 2025, 17:57

ბაჩიაშვილი ვერც კი ხვდება, რომ ამ საუბრით, თუ ცხადია მართალია რასაც ჰყვება - პირდაპირ ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ, რომელმაც, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა „მოტაცებით“ ჩამოიყვანეს საქართველოში.

ქადაგიძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი ცოტა ხნის წინ, „იბრიქებოდა“, რომ ჭკუით ყველას აჯობა და გაიპარა, ახლა კი კარგად ჩანს, ვის ჰქონია მეტი ჭკუა. მისივე თქმით, სპეცსამსახურების მიერ დამნაშავეების უცხო ქვეყანაში აყვანა და დანაშაულის ადგილზე ჩაყვანა საგმირო საქმეა.

„ბაჩიაშვილი ვერც კი ხვდება, რომ ამ საუბრით, თუ ცხადია მართალია რასაც ჰყვება - პირდაპირ ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას.

ხომ იბრიქებოდა გრიგოლიასთან ჩართვაში, ჭკუით ვაჯობე ყველას და გავიპარეო?

ჰოდა ვის ჰქონია უფრო მეტი ჭკუა ჩანს კარგად და ზოგადად, გიორგი, შე თაღლითო - ორი წიგნი რომ გქონდეს წაკითხული გეცოდინებოდა, რომ დამნაშავეების უცხო ქვეყანაში აყვანა და დანაშაულის ჩადენის ადგილზე ჩაყვანა, სპეცსამსახურებისათვის საგმირო საქმეა და მაგისთვის გმირობისა და მამაცობის ორდენებს ურიგებენ პოლიციელებს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი