ზაალ ანჯაფარიძე: ბაჩიაშვილი ტყუილ-მართალში აიხლართა, როდესაც თავის დაკავების და საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს მისებურად აფორმებს. თუმცა, მისდა უნებურად აღიარებს ქართული სპეცსამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
460 29 მაისი 2025, 19:27

ბაჩიაშვილი ტყუილ-მართალში აიხლართა, როდესაც თავის დაკავების და საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს მისებურად აფორმებს. თუმცა, ერთ რამეს კი აღიარებს მისდა უნებურად - ქართული სპეცსამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს და ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ის რაც ქართულმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე განახორციელეს ჩვეულებრივი სპეცოპერაციაა, რომელსაც უხვად ახორციელებენ სხვა სპეცსამსახურები და ამისთვის მონაწილეებს აჯილდოებენ კიდეც.

„ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი რომ თაღლით გიორგი ბაჩიაშვილს ჩადენილს არავინ შეარჩენდა. ბაჩიაშვილი ტყუილ-მართალში აიხლართა, როდესაც თავის დაკავების და საქართველოში ჩამოყვანის დეტალებს მისებურად აფორმებს. თუმცა, ერთ რამეს კი აღიარებს მისდა უნებურად - ქართული სპეცსამსახურების მაღალ პროფესიონალიზმს და ზოგადად ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას. რომ ამბობს ბანდიტური გზით ჩამომიყვანესო, თავად რა გზით გაიქცა? ეს ის ბაჩიაშვილია, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ იბრიქებოდა თუ როგორ გააცურა ყველა და საქართველოდან გაიპარა. ის რაც ჩვენმა სპეცსამსახურებმა მაღალ დონეზე განახორციელეს ჩვეულებრივი სპეცოპერაციაა, რომელსაც უხვად ახორციელებენ სხვა სპეცსამსახურები, და ამისთვის მონაწილეებს აჯილდოებენ კიდეც", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი