შალვა პაპუაშვილი: სტატისტიკა საელჩოების განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს - პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 30 მაისი 2025, 09:45

გუშინ ვაიმარის სამკუთხედის წევრმა პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოებმა გაავრცელეს გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ ასჯერ დაფიქრდნენ და ისე ჩამოვიდნენ საქართველოში, ვითომცდა საქართველოს საზღვარზე არ შემოშვების დიდი რაოდენობის გამო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ძალიან შემაშფოთებელია, თუ ქართულ პოლიტიკაზე წარუმატებელი თავდასხმების შემდეგ, ახლა, ქართულ ეკონომიკაზე თავდასხმები უნდა ვიხილოთ.

,,ტურიზმი ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, მასზე უსაფუძვლო თავდასხმა კი, ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერესზე თავდასხმაა.

სინამდვილე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვაა ვიდრე ის აღქმა, რომლის შექმნასაც ამგვარი განცხადებებით ცდილობენ. საბედნიეროდ, საზღვრის კვეთა არა აღქმების სფერო, არამედ სტატისტიკის და ფაქტების სამყაროა.

სტატისტიკა კი ამ განცხადებების რეალობასთან აცდენას ამხელს და აჩვენებს, რომ საქმე სულ სხვაა, პოლონეთი და საფრანგეთი, ისევე როგორც ჯამურად ევროკავშირი, უფრო მეტ ქართველს ეუბნება უარს საზღვრის კვეთაზე, ვიდრე პირიქით:

▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს, ხოლო პოლონეთმა - საქართველოს 1250 მოქალაქეს, ანუ პოლონეთის მხრიდან იყო 140-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.

▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა საფრანგეთის სულ 16 მოქალაქეს, ხოლო საფრანგეთმა - საქართველოს 145 მოქალაქეს, ანუ საფრანგეთის მხრიდან იყო 9-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.

▪️2024-2025 წლებში საქართველომ საზღვრის კვეთაზე უარი უთხრა ევროკავშირის სულ 184 მოქალაქეს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებმა - საქართველოს 4825 მოქალაქეს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან იყო 26-ჯერ მეტი უარი საზღვრის კვეთაზე.

▪️აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2024-2025 წლებში, პოლონეთმა - 249, საფრანგეთმა - 280, ევროკავშირმა კი ჯამში 2463 საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გამოაძევა,” - წერს პაპუაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი საზღვარზე არშეშვების იმ რაოდენობებამდე მისასვლელად, რაც ევროკავშირის ჩვეული პრაქტიკაა.

მნიშვნელოვანია, რომ საელჩოები იცავდნენ ვენის კონვენციას და არ ავრცელებდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ყალბ აღქმებს ქმნის ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.

დეტალური სტატისტიკა კი ასეთია:

პოლონელების შემოსვლა საქართველოში:

2024 წელს, პოლონეთის 66,504 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
2024 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 7 მოქალაქეს.

2025 წელს, პოლონეთის 10,165 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
2025 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 2 მოქალაქეს.

2024 და 2025 წლებში, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯამში - პოლონეთის 76,669 მოქალაქემ.
2024 და 2025 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა პოლონეთის 9 მოქალაქეს.

ქართველების შესვლა პოლონეთში:

2024 წელს, საქართველოს 65,835 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 975 მოქალაქეს.

2025 წელს, საქართველოს 15,964 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 275 მოქალაქეს.

2024-2025 წლებში, საქართველოს 81,799 მოქალაქემ გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. აქედან საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 1250 მოქალაქეს.

გარდა ამისა, 2024- 2025 წლებში დეპორტირებულ იქნა საქართველოს 249 მოქალაქე.

ფრანგების შემოსვლა საქართველოში:

 2024 წელს, საფრანგეთის 28,302 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
 2024 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საფრანგეთის 7 მოქალაქეს.

2025 წელს, საფრანგეთის 5,008 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
2025 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საფრანგეთის 9 მოქალაქეს.

2024 და 2025 წლებში, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯამში - საფრანგეთის 33,310 მოქალაქემ.
 2024 და 2025 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საფრანგეთის 16 მოქალაქეს.

ქართველების შესვლა საფრანგეთში:

‼️2024 წელს, საქართველოს 53,276 მოქალაქემ გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 130 მოქალაქეს.

‼️2025 წელს, საქართველოს 12,397 მოქალაქემ გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი. საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 15 მოქალაქეს.

2024-2025 წლებში, საქართველოს 65,673 მოქალაქემ გადაკვეთა საფრანგეთის საზღვარი. აქედან საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 145 მოქალაქეს.

გარდა ამისა 2024-2025 წლებში დეპორტირებულ იქნა საქართველოს 280 მოქალაქე.

 ევროკავშირის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში:

2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნების 406,042 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
 2024 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა ევროკავშირის ქვეყნების 108 მოქალაქეს.

2025 წელს, ევროკავშირის ქვეყნების 67,380 მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
2025 წელს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა ევროკავშირის ქვეყნების 76 მოქალაქეს.

2024 და 2025 წლებში, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯამში - ევროკავშირის ქვეყნების 473,422 მოქალაქემ.


2024 და 2025 წლებში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა ევროკავშირის ქვეყნების 184 მოქალაქეს.

ქართველების შესვლა ევროკავშირში:


2024 წელს, საქართველოს 438,170 მოქალაქემ გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი. აქედან საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა საქართველოს 4825 მოქალაქეს.

გარდა ამისა 2024-2025 წლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან დეპორტირებულ იქნა საქართველოს 2463 მოქალაქე“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი