171
01 ივნისი 2025, 01:35

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის „ინტერს“ გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ მეტოქეს 4:0 ამარცხებს. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავი გოლით გამოიჩინა.
მანამდე, „ინტერის“ კარში ორი გოლი 19 წლის დეზირე დუემ გაიტანა, ხოლო შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა.
გამარჯვების შემთხვევაში „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად მოიგებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |