„ხალხის ძალას“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
494 03 ივნისი 2025, 18:13
პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. 

ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან კომენტარები გაკეთდა. 

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან გასული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, ბიუჯეტში დამატებით, დაახლოებით, ერთი მილიარდი ლარი აკუმულირდა. 

„დღეს განვიხილეთ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. აღსანიშნავია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შენარჩუნებულია სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები. დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, ბიუჯეტში დამატებით, დაახლოებით, ერთი მილიარდი ლარი აკუმულირდა, რამაც საშუალება მოგვცა მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებები დაგვეფინანსებინა“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებითაც, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტი შეცვლილიყო.

„გასულ წელს ბიუჯეტი დავგეგმეთ 5.2%-ის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. თუმცა, რეალურად, ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეს თავიდან გვქონდა დაგეგმილი. შესაბამისად, საბოლოო პროგნოზი ეკონომიკური ზრდის იყო 9% ნაცვლად 5.2%-ისა. საგადასახადო შემოსავლებიც გაიზარდა 23 მილიარდ 260 მილიონ ლარამდე, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი განისაზღვრა 90.9 მილიარდი ლარის ოდენობით. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა შესაძლებლობა წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტი შეგვეცვალა. დაახლოებით 900 მილიონით გავზარდეთ ბიუჯეტის მოცულობა და სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობამ 26 მილიარდ ლარს მიაღწია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი