Tbilisi Dry Port ამყარებს საქართველოს პოზიციას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 04 ივნისი 2025, 10:49
„Tbilisi Dry Port გახდება მნიშვნელოვანი რგოლი სატრანსპორტო ჯაჭვში, რომელიც აერთებს დასავლეთ აზიის წარმოებით ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და თბილისში ე.წ. მშრალი პორტის მნიშვნელობას აფასებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ პორტი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კილომეტრში და პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ავტომაგისტრალებსა და ეროვნულ სარკინიგზო ქსელს. 

დავით ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პორტის გახსნა საეჭვოდ დაემთხვა სოციალურ ქსელში აგორებულ მორიგ „ანტიარაბულ" ისტერიას. 

„დღეს თბილისში გაიხსნა ე.წ. მშრალი პორტი - Tbilisi Dry Port, რომელიც გახდა პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი დედაქალაქში. მისი მშენებლობა განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის AD Ports Group-ის მხარდაჭერით, რომელიც ფლობს პროექტის 60%-ს. პორტი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კილომეტრში და პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ავტომაგისტრალებსა და ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რაც მას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს, როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. პირველ ეტაპზე პორტს შეუძლია წლიურად 100 ათასი კონტეინერის მიღება/გადამუშავება. პროექტის სამივე ფაზის დასრულების შემდეგ, მისი გამტარუნარიანობა გაიზრდება 200–250 ათას კონტეინერამდე წელიწადში. მშრალი პორტის ფართობი შეადგენს 28 ჰექტარს, სადაც განთავსებულია A და B კლასის საწყობები, ასევე საბაჟო სასაწყობე ინფრასტრუქტურა. 

Tbilisi Dry Port მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ე.წ. შუა დერეფნის) ფარგლებში, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას და ევროპას. პორტი გახდება მნიშვნელოვანი რგოლი სატრანსპორტო ჯაჭვში, რომელიც აერთებს დასავლეთ აზიის წარმოებით ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან. იგი უზრუნველყოფს ეფექტურ კონტეინერულ მიმოსვლას, განსაკუთრებით ჩინეთიდან და შორეული აზიიდან შემოსული ტვირთებისთვის. პორტი ასევე გააძლიერებს სავაჭრო კავშირებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. 

Tbilisi Dry Port-ის გახსნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და ამყარებს ქვეყნის პოზიციას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბებისას. მისი გახსნა საეჭვოდ დაემთხვა მორიგ „ანტიარაბულ" ისტერიას სოციალურ ქსელში. „არაბული სოფლების" მაძიებლები, თავისი „სამრევლოს" განზრახ და მიზანმიმართულად დანევროზებით ცდილობენ მორიგი ქსენოფობიური ისტერიის აგორებას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელ „ფობიასთან" გალაშქრებას უყრიან საფუძველს, ჩვენს არარსებულ: გარუსებას, გაარაბებას თუ გაჩინელებას. ყველა საღად მოაზროვნე ქართველს კი, ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის ხორცშესხმას," - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი