საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 04 ივნისი 2025, 18:10
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის  მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო ფორუმში. პირველ ივნისს კი მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები  მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა გაბუნიას შეხვდნენ და ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საელჩოს დაფარვის არეალში არსებულ ქვეყნებში საარჩევნო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. 

შეხვედრას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და  ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია დაესწრნენ. 

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი -2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა
ცესკომ დაიწყო ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ასობით ტრენერის გადამზადებას მოიცავს
ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად ტრენერების გადამზადება დაიწყო
არქივი