ჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს-მე, როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმა პურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 07 ივნისი 2025, 17:48
„ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ამჟამად ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი და ვამაყობ ჩემი ნაბიჯებით. არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ უფრო დიდი თანამდებობა იყო პარლამენტის წევრობა საკრებულოს წევრობასთან მიმართებაში, განსხვავებით თქვენგან, რაც თქვენი გამონათქვამებიდან ჩანს, რომ არ გაინტერესებთ ჩხოროწყუ და მსგავსი ქალაქები“- ამის შესახებ ჯუმბერ იზორია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუელებს მიმართავს, რომ არავის მისცემს იმის უფლებას, საამაყო ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები, დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიოს.

„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია პირველის გადაცემა რეაქციაში პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის - მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის გადაცემის წამყვანთან ერთად საუბრობს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. საუბრისას მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ჩხოროწყუში მიმდინარე პროცესები და ჩხოროწყუელების ინტერესები, მათ შორის არც ის ადამიანები, ვინც სამწუხაროდ მხარი დაუჭირა მის პარტიას.

„პარლამენტიდან გამოვედით და ახლა ჩხოროწყუს ის არ გჭირდება?!“

რა „ის“ ბატონო მამუკა. ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი.

ვიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ამჟამად ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი და ვამაყობ ჩემი ნაბიჯებით. არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ უფრო დიდი თანამდებობა იყო პარლამენტის წევრობა საკრებულოს წევრობასთან მიმართებაში, განსხვავებით თქვენგან, რაც თქვენი გამონათქვამებიდან ჩანს, რომ არ გაინტერესებთ ჩხოროწყუ და მსგავსი ქალაქები.
მე, როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და 2008 წლის აგვისტოს ომში, თქვენ თქვენი საქმიანობით საცხოვრებელი სახლისა და ლუკმა პურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს. გვახსოვს თქვენი საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მოსახლეობის ამონაკრები თანხიდან სახელმწიფოს სთხოვდით მილიარდზე მეტ თანხას. თუმცა ფრანგულმა საარბიტრაჟო სასამართლომ 650 ათასი დოლარი დაგაკისრათ მოსახლეობის სასარგებლოდ.

დარწმუნებული ვარ, ჩხოროწყუელი და ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გაგცემთ არჩევნებზე.

მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ჩხოროწყუელებს. ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩემი ჩხოროწყუელების რიგითი დამცველი. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩვენი საამაყო ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელები, დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიოს.

თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი და გირჩევდით მათ წინაშე ბოდიშის მოხდას.“- წერს იზორია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი