შალვა პაპუაშვილი: ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, მოლოტოვის კოქტეილი ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა აზიანებს ადამიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
372 09 ივნისი 2025, 14:22

ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, მოლოტოვის კოქტეილი ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს,” - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, მისგან გამიჯვნა ევროპული ღირებულების გარდა ცივილიზებულობის ნიშანიცაა.

„ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, მოლოტოვის კოქტეილი ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს.

ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, მისგან გამიჯვნა ევროპული ღირებულების გარდა ცივილიზებულობის ნიშანიცაა. სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები, ხალხი, ადამიანები მათი უფლებების, ქონების, ღირსების დამრღვევი მოძალადეებისგან დაიცვას. როდესაც ძალადობის აღმკვეთ პოლიციას ან სასამართლოს ებრძვი, ამით ძალადობის მხარეს დგები.

ძალადობისგან გამიჯვნა ის მინიმუმია, რომელიც ცივილიზებულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს. თუმცა, ნაცვლად გამიჯვნისა, ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აქეზებს და აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში.

სიმართლე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ექსტრემიზმის დამცველებს საკუთარ ქვეყანაში უხდებათ ძალადობაზე რეაგირება”, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი