ბაჩო ოდიშარია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე: „დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები ეიზენჰაუერმა საკუთარ თავზე გამოცადა და ღიად გააფრთხილა მსოფლიო მისგან თავი დაეცვათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
297 21 ივნისი 2025, 16:16
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტ, დუაიტ ეიზენჰაუერზე წერს, რომელიც მიუხედავად მშვიდი და გაწონასწორებული შიდა, თუ გარე პოლიტიკისა, მაინც იძულებული გახდა „დიფ სთეითის“ ბრძანებები აღესრულებინა, რის შესახებაც ყოფილმა პრეზიდენტმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში ისაუბრა და საზოგადოება გააფრთხილა მილიტარისტული ინდუსტრიული კომპლექსის ძალაუფლების აღზევებაზე.

ბაჩო ოდიშარიას თქმით, საბოლოოდ ეიზენჰაუერის სიტყვები წინასწარმეტყველება აღმოჩნდა, რომელიც რეალობად იქცა, „დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები მან საკუთარ თავზე გამოცადა. საქართველოში კი, სასარგებლო იდიოტებს, მისი არსებობის დაჯერება "ეგოიმებათ".

„ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი, დუაიტ ეიზენჰაუერი, რომელმაც რასულ დესეგრეგაციას ჩაუყარა საფუძველი, კორეის ომი ესკალაციის ნაცვლად მოლაპარაკებით დაასრულა, მაკარტიზმის ისტერიას მშვიდი და გაწონასწორებული შიდა პოლიტიკა არჩია და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ამერიკაში, მაინც გახდა იძულებული, დიფ სთეითის ბრძანებები აღესრულებინა, რისი შედეგიც იყო ირანის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მოსადეყის დამხობა და გვატემალაში მემარცხენე განწყობების პრეზიდენტის ჩამოგდება. როდესაც პოსტს ტოვებდა, გამოსამშვიდობებელ მიმართვაში, ეიზენჰაუერმა საზოგადოება გააფრთხილა მილიტარისტული ინდუსტრიული კომპლექსის ძალაუფლების აღზევებაზე: “მთავრობის სათავეებში, ჩვენ თავი უნდა დავიცვათ, რომ სამხედრო ინდუსტრიულმა კომპლექსმა უკონტროლო გავლენა არ მოიპოვოს. არსებობს და მომავალშიც იარსებებს კატასტროფული საფრთხე იმისა, რომ ძალაუფლება არასწორად გადანაწილდეს.” საბოლოოდ მისი სიტყვები წინასწარმეტყველება გამოდგა, რომელიც რეალობად იქცა.

„დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები ეიზენჰაუერმა საკუთარ თავზე გამოსცადა და ღიად გააფრთხილა მსოფლიო მისგან თავი დაეცვათ. ჩვენთან კი, სასარგებლო იდიოტებს, მისი არსებობის დაჯერება ეგოიმებათ“,- წერს ბაჩო ოდიშარია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი