ედიშერ გვენეტაძე: პაველ ჰერჩინსკი სპეციალური დავალებით არის მოვლენილი საქართველოში - წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და მოქმედებს როგორც მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათი დანაშაულების „გამპრავებელი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 23 ივნისი 2025, 11:52

სამწუხაროდ და საუბედუროდ 21-ე საუკუნეში, სადაც ყველაფერს სხვას თავი, რომ დავანებოთ ადამიანები თავს იწონებენ ხელოვნური ინტელექტით. სამწუხაროდ არსებობენ დიპლომატიის სამსახურს ამოფარებული ცალკეული სუბიექტები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. რომელიც უსიტყვოდ, მონურად შემსრულებელია ყველა იმ უმსგავსოების, რომელსაც მას ავალებენ საკუთარი პატრონები, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, პაველ ჰერჩინსკი თავისი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით, სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც ქართველებისა და ევროპელების ინტერესებს, ისე მათ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

„სამწუხაროდ და საუბედუროდ 21-ე საუკუნეში, სადაც ყველაფერს სხვას თავი, რომ დავანებოთ ადამიანები თავს იწონებენ ხელოვნური ინტელექტით. სამწუხაროდ არსებობენ დიპლომატიის სამსახურს ამოფარებული ცალკეული სუბიექტები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. რომელიც უსიტყვოდ, მონურად შემსრულებელია ყველა იმ უმსგავსოების, რომელსაც მას ავალებენ საკუთარი პატრონები. უფრო მეტიც ბნ პაველს დიპლომატობის არაფერი არ სცხია და ის არის სპეციალური დავალებით მოვლენილი საქართველოში, რათა წარმოადგენდეს ოპოზიციის მხარეს. უფრო სწორედ კი ის არის ჩვენში გარედან დაფინანსებული და არსებული იგივე მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათ მიერ ჩადენილი უდანაშაულობების „გამპრავებელი“და დამცველი.

თავად განსაჯეთ. ელჩი, რომელიც „დიფ სტეიტელი“ პატრონების დაკვეთით კისრულობს მთავარი ოპოზიციონერის როლს ჩვენს ქვეყანაში. როგორც იცავდა და იცავს აქ დღისით, მზისით ყველას თვალწინ მოქმედ სახელმწიფო კრიმინალებს: მელიას, გვარამიას გირჩ-ზურაბას, ამაღლობელს, დევიძეს დათაშვილს... დაუკვირდით იმავდროულად ქართული სახელმწიფოს გუშაგ პოლიციელების პოტენციურ მკვლელებს და სახელმწიფო გადატრიალებაში უპირობოდ მოქმედ პირებს, როგორ უსირცხვილოდ და უაპელაციოდ უწოდებს „დემოკრატიისათვის მებრძოლებს“.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბატონი ჰერჩინსკი ასეთ განცხადებებს ვერ გააკეთებს საკუთარი ინიციატივით და რომ ის ასრულებს, როგორც ზემოდ აღვნიშნეთ ევრო ბიუროკრატის და მათი გაღმელი პატრონების დავალებებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში ყოფილან ელჩები, რომლებსაც მიუხედავად ყველაფრისა, რაღაც პიროვნული „მე“ მაინც გააჩნდათ და მის გარეგნულ შენარჩუნებას მაინც ცდილობდნენ. ბნი პაველის შემთხვევაში ამისი ნასახიც საუბედუროდ ოდნავადაც კი არ არსებობს.

ამიტომაც პატივცემულ ევრო ბიუროკრატიის მონას პაველ ჰერჩინსკის შევახსენებდი. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ჯერ კიდევ 850 წლის წინ ამბის უშნოდ მომტან ელჩს, თვით წარმოშობით არაქართველმა ზაქარია მხარგრძელმა დარბაზის სხდომაზე არ აპატია სახელმწიფოს ღირსების შეურაცხყოფა და...

ამიტომაც ვფიქრობ ბნი პაველ ჰერჩინსკი თავისი არადიპლომატიური, არამეგობრული, საქართველოს სახელმწიფოს შინა საქმეებში უხეში ჩარევით დიდ ზიანს აყენებს ქართველი და ევროპელი ხალხების სასიცოცხლო ინტერესებს და მათ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას“, - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International არ მიიჩნევს "სინდისის პატიმრებად" იმ პირებს, ვინც ამართლებს ან იყენებს ძალადობას და ავრცელებს სიძულვილის პროპაგანდას
გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძეზე: არა თუ ქართული, არამედ მისივე არჩეული ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო და საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატებიც კი უარს ეუბნებიან იმ თაღლითური სქემის გათეთრებაზე, რასაც თავად ითხოვს
გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი - რა გადასახადებზეა საუბარი! ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო
შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა - იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც
გიორგი გამსახურდია პაპუნა ჯანელიძეზე: თვითონ ხომ კარიკატურული პერსონაჟია, მაგრამ ოდნავი წარმოდგენაც არ გააჩნია სამართალზე და სამართლის აღსრულებაზე. ვერა ქობალიას ჩანთის ტარებას ვერ გაცდა
არქივი