გიორგი გამსახურდია: პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია - ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით, ადამიანებს სპობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
313 23 ივნისი 2025, 15:49

კრიმინალი არაა ეს, ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით, ადამიანებს სპობდა, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „რომან შამათავამ მოკლა მამაჩემი, კატერზე სადისტურად, ფეხზე გამოაბა ბეტონის ფილა და ზღვაში გადააგდო".

მისივე თქმით, პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია. მანვე აღნიშნა, რომ მალე გამოაშკარავდება, რომელი კრიმინალური დაჯგუფების დავალება და რატომ შეასრულეს, ფორმიანმა ყაჩაღებმა.

„ქრისტინეს და ბექას მამის, პაატა ქარდავას მკვლელებს ვინც დაიცავს და ვინც გვერდში დაუდგება, ის იმ მკვლელებზე უარესია.
კრიმინალი არაა ეს, ეს არის გაუგონარი სიმხეცე იმ დანაშაულებრივი მანქანის, რომელიც კრიმინალების დაკვეთით, ადამიანებს სპობდა. მათ შორის იყო პაატა ქარდავაც. მალე გამოაშკარავდება, რომელი კრიმინალური დაჯგუფების დავალება და რატომ შეასრულეს, ამ ფორმიანმა ყაჩაღებმა", - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი