იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 24 ივნისი 2025, 12:01
მთლიანად ვიზიარებ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მიერ, ბრიუსელიდან საქართველოზე გუშინდელი მორიგი თავდასხმის შეფასებას, როდესაც იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, რეალურ ანტიდასავლურ პროპაგანდას, სიძულვილის კამპანიას, საზოგადოების პოლარიზაციას, პოლიტიკურ ექსტრემიზმს - აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან,  - წერს  "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის იმედს იმის თაობაზე, რომ ბრიუსელი დაუბრუნდება ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებსა და თავის დროზე გაცხადებულ ფასეულობებს, ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, დღეს ევროკავშირი მძიმედ არის დასნეულებული.

"მთლიანად ვიზიარებ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მიერ, ბრიუსელიდან საქართველოზე გუშინდელი მორიგი თავდასხმის შეფასებას, როდესაც იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, რეალურ ანტიდასავლურ პროპაგანდას, სიძულვილის კამპანიას, საზოგადოების პოლარიზაციას, პოლიტიკურ ექსტრემიზმს - აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან.

ერთადერთი, ვერ დავეთანხმები მისი მხრიდან გამოთქმულ ჩემთვის გასაგებ იმედს, რომ იქნებ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს და თავის დროზე გაცხადებულ ფასეულობებს - მმართველი რგოლის ამჟამინდელი შემადგენლობით მას არც ამის სურვილი, არც ამოცანა და არც დავალება აქვს იმ ძალების მხრიდან, რომლის ნებაყოფლობით მძევლობაშიც იმყოფებიან. ევროკავშირი დღეს მძიმედ არის დასნეულებული და ცდილობს მის გარშემო რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელი ორგანიზმი დააინფიციროს - ამიტომ ამ "კართაგენის" დაცემამდე თუ მის ტრანსფორმაციამდე და გამოჯანმრთელებამდე მძევლობიდან გამოსვლის შემთხვევაში, ქართველ ხალხზე ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები არ შეჩერდება." - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი