ბრიუსელი საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, მისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
305 24 ივნისი 2025, 12:28
ბრიუსელი, საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, პარალელურად ამბობს, რომ ქართველი ხალხი მათთვის მნიშვნელოვანია და მათი დასჯა არ უნდათ. ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ღირებულებებს.

ჩიხელიძის თქმით, ბრიუსელის საზრუნავი საქართველო და ქართველი ხალხი რომ იყოს, ის არა დასჯის სხვადასხვა გზებზე, არამედ გარე ჩარევების შემცირებაზე იფიქრებდა და ქართველ ხალხს არჩევანის თავისუფლებას მისცემდა.

„ბრიუსელი, საქართველოს მიმართ, მავნებლურ და არათანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს, პარალელურად ამბობს, რომ ქართველი ხალხი მათთვის მნიშვნელოვანია და მათი დასჯა არ უნდათ. ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანი არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ საქართველოში მოქმედი მათი აგენტურაა, რომელმაც მრავალი მცდელობის მიუხედავად მართვის სადავეების ხელში აღება ვერ შეძლო, რაც თავის მხრივ ბრიუსელს თამაშში ღიად ჩართვას და ოპოზიციის დახმარებას აიძულებს. გუშინ, საქართველოს შესახებ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იმსჯელეს (შეთანხმებას ვერ მიაღწიეს) მსჯელობის საგანს სანქციები და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა წარმოადგენდა. ბრიუსელის საზრუნავი საქართველო და ქართველი ხალხი რომ იყოს, ისინი არა დასჯის სხვადასხვა გზებზე, არამედ გარე ჩარევების შემცირებაზე იფიქრებდნენ და ქართველ ხალხს არჩევანის თავისუფლებად მისცემდნენ. ბრიუსელის ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, მათ საკუთარი მანდატი, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევს“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი