ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 613.5 მლნ აშშ დოლარით გაზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
564 25 ივნისი 2025, 15:20
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. მაისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 245.4 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაისის მდგომარეობით 4.6 მლრდ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის. ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა

მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი

მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ივლისს გამოაქვეყნებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი