ამირან სალუქვაძე: თურმე, ხოშტარია „ლელოს“ და გახარიას გამო გაფიცულა, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
301 29 ივნისი 2025, 16:43

პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია „ლელოს“ და გახარიას გამო გაიფიცა, კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუ ეს ორი პარტია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შეწყვეტს.

„ლიაკა ხოშტარიას შიმშილობის მიზეზი ცნობილია (მედიის სტილში. სრული ინფორმაცია პირველ კომენტარში). პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა. თურმე, ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაფიცულა. თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო.

გედის გაფიცვის მიზეზი უცნობია. თუმცა, ის ხოშტარიას შეურთდა, ბრძოლა სიკვდილამდეო. ეტყობა ე.წ. ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა იგულისხმა. „ლელოს“ და „გახარიას“ წინააღმდეგ პარლამენტთან რატომ შიმშილობენ? ესენი პარლამენტში არ სხედან.

ვაგზლის მოედანზე გადადით, იქაა „ლელოს“ ოფისი. ამიტომ ვეძახი ამათ სისულელეებს კლოუნადას. არაა კლოუნადა?”, - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი