ვროპული კრიზისის ფონზე იმდენად შესამჩნევია საქართველოს წინსვლა, რომ ანტიქართული აშშ-ის ატლანტიკური საბჭოც აღიარებს ჩვენს პროგრესს კეთილდღეობის კუთხით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 01 ივლისი 2025, 11:41
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  „თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ატლანტიკური საბჭოს ანტიქართული განცხადებები და გამრუდებული აღქმები აქაურ ვითომ კატასტროფულ ვითარებაზე დეზავუირებელია მათივე კვლევით, ფაქტების ანალიზით. წლეულს, IMF-ის ანგარიშის შემდეგ, უკვე მეორედ აღიარებენ საერთაშორისო აქტორები, რომ კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.“

მისი თქმით, ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით, მოწინავე პოზიციები გვაქვს უფრო ფართო ასპექტებში, კერძოდ: შემოსავლების დონე, სოციალურ თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა.

„ევროპული კრიზისის ფონზე იმდენად შესამჩნევია საქართველოს წინსვლა, რომ ანტიქართული აშშ-ის ატლანტიკური საბჭოც აღიარებს ჩვენს პროგრესს კეთილდღეობის კუთხით.

დეტალურ ანგარიშში ხსენებულმა საბჭომ საქართველო კეთილდღეობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში შეიყვანა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ატლანტიკური საბჭოს ანტიქართული განცხადებები და გამრუდებული აღქმები აქაურ ვითომ კატასტროფულ ვითარებაზე დეზავუირებელია მათივე კვლევით, ფაქტების ანალიზით.

წლეულს, IMF-ის ანგარიშის შემდეგ, უკვე მეორედ აღიარებენ საერთაშორისო აქტორები, რომ კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ 2030 წლის ჩათვლით, რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებით, საქართველო XXI საუკუნის ტოპ სამეულში იქნება.

ხოლო ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით, მოწინავე პოზიციები გვაქვს უფრო ფართო ასპექტებში, კერძოდ: შემოსავლების დონე, სოციალურ თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა.“ - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი