სახედაკარგული ექს-დიპლომატები ყოფილ კოლეგებს აბულინგებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 01 ივლისი 2025, 21:29
სახედაკარგული ექს-დიპლომატები, რომლებმაც კონკურსში არ მიიღეს მონაწილეობა და რეორგანიზაციის შედეგად დაითხოვეს, ყოფილ კოლეგებს აბულინგებენ; დიპლომატობის კი არადა ღირსების არაფერი ეტყობათ. ისღა დარჩენიათ, რომ სოცქსელში ჩხავილის ნაცვლად, რუსთაველზე მორბენალ სექტის აქტივისტებს შეუერთდნენ და მეგაფონში იბღავლონ, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ღირებულებებისგან დაცლილი ყოფილი დიპლომატები, რომლებმაც უსამშობლოთა ჭაობში ჩაყვინთეს, ვერაფრით ჩამოშლიან საგარეო საქმეთა სამინისტროს გარე ძალების დაკვეთითაც კი.

„სახედაკარგული ექს-დიპლომატები, რომლებმაც კონკურსში არ მიიღეს მონაწილეობა და რეორგანიზაციის შედეგად დაითხოვეს, ყოფილ კოლეგებს აბულინგებენ; დიპლომატობის კი არადა ღირსების არაფერი ეტყობათ. ისღა დარჩენიათ, რომ სოცქსელში ჩხავილის ნაცვლად, რუსთაველზე მორბენალ სექტის აქტივისტებს შეუერთდნენ და მეგაფონში იბღავლონ. ღირებულებებისგან დაცლილი ყოფილი დიპლომატები, რომლებმაც უსამშობლოთა ჭაობში ჩაყვინთეს, ვერაფრით ჩამოშლიან საგარეო საქმეთა სამინისტროს გარე ძალების დაკვეთითაც. ფარსია საზოგადოებისთვის იაფფასიანი ტირადებით იმის წარმოჩენა, რომ თითქოს რაღაც ინსტიტუციური მეხსიერება გაიყოლიეს. შეუცვლელი არასდროს, არსად არავინაა. სამინისტროს ცალკეული ექს-ჩინოსნები კი, საკუთარი შედარებით ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნადვილად იმსახურებენ, რომ ნაფტალინიანები ეწოდოთ. წლებია ვიცნობ საგარეო უწყებაში არსებულ ვითარებას. რასაკვირველია, ყველას არ ეხება, მაგრამ ამბიციური „ფუყე თავთავები“ არასდროს აკლდა სამინისტროს საკადრო რესურსს. „ჩაწყობითაც“ მისული ქედმაღალი არაერუდირებულების წმენდის დრო ნამდვილად დადგა“, - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი