გიორგი სოსიაშვილი „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე: დაინახეს რა, გარე პატრონებმა, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი შანსი არ ჰქონდა, გადაწყვიტეს, შეექმნათ ილუზია საზოგადოებაში, რომ ეს არის ახალი პოლიტიკური ძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 05 ივლისი 2025, 16:18
ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავდით, რომ მიმდინარეობდა ერთგვარი ახლებურად შეფუთვის პროცესი ე.წ რებრენდინგის პროცესი გარე პატრონების მიერ რადიკალური ოპოზიციის ძალების, მაგრამ თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“,- ამის შესახებ  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

სოსიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც გარე ძალებმა დაინახეს, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელი იყო ქართველი ერისთვის, მათ გადაწყვიტეს  შეექმნათ ილუზია და პარტიების „ლელოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“ შექმნით, რამდენადაც ეს ძალები სწორედ „ნაცების“ წიაღიდან მოდის, ეს არის ბოლო ცდა  ერთგვარი რებრენდინგი გააკეთონ, რომ ახლებურად შეფუთონ და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. 

„დაინახეს რა პატრონებმა, რომ აი ამ ბნელ ძალას, რომელმაც ასეთი სისხლიანი გზა გამოატარა ქართულ საზოგადოებას, არანაირი შანსი არ ჰქონდათ, პირიქით აღიზიანებდა საზოგადოებას მათი საარჩევნო ნომერი, მათი პარტიის სახელწოდება, ასევე „ნაცების“ ბანდის წიაღიდან აღმოცენებული ე.წ პარტია  „ახალი“. შესაბამისად მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ილუზია საზოგადოებაში, რომ ეს არის ახალი პოლიტიკური ძალა, თუმცა გეტყვით, რომ გახარიას პარტიაც და პარტია „ლელოც“  არის ამ წიაღიდან აღმოცენებული ძალები. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში დაბადებული ძალაა ორივე და არის ერთი ხის რამდენიმე ტოტი, ოღონდ გამხმარი ტოტები არიან, იმიტომ რომ მათ არანაირი პერსპექტივა აღარ გააჩნიათ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ ეს ბოლო ცდა არის ერთგვარი რებრენდინგი გააკეთონ, რომ ახლებურად შეფუთონ და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ქართული საზოგადოება ასე მარტივად არ ტყუვდება. ამ შემოტანილ ფანდებსა და ხრიკებს არ წამოეგება, თავისთავად ცხადია და ის თავის სათქმელს იტყვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს“,-განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი