დავით ქართველიშვილი: BlackRock-მა პროექტ „უკრაინას“ - „წითელი ბარათი“ ამოუღო. კიევის დაფინანსების თემა უკვე ტოქსიკურ თემად იქცა აშშ-სთვის, ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 05 ივლისი 2025, 21:30
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი blackrock-ის მიერ უკრაინის დაფინანსების საკითხის მიმართ ინტერესის კარგვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„BlackRock“ 2024 წელს გახდა კიევის ოფიციალური მრჩეველი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა დაეფიქსირებინა ამ
ურთიერთობებით მიყენებული ზარალი და უარი ეთქვა უკრაინასთან "ტოქსიკურ აქტივებზე"- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ პროექტის შეჩერების ოფიციალური მიზეზი უკრაინული აქტივების მიმართ ინტერესის დაკარგვა გახდა.

დავით ქართველიშვილი განმარტავს, რომ უკრაინის დაფინანსების მიმართ ინტერესი არ გამოუთქვამს აშშ-ს, არც რიგ ევროპულ ქვეყნებს და არც დიდ ბრიტანეთს. მისი განმარტებით, დიდი ბრიტანეთის ინტერესი ახლა
შუა დერეფნისკენ არის მიმართული.

„BlackRock"-მა პროექტ „უკრაინას“ - „წითელი ბარათი“ ამოუღო. მან უარი თქვა თავის ამბიციურ გეგმებზე - ქვეყნის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის თაობაზე. თავდაპირველად, იგეგმებოდა უკრაინული „რენესანსის" პროექტი მომგებიანად გაყიდულიყო უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც 10-11 ივლისს რომში უნდა გაიმართოს. თუმცა, ბოლო მომენტში ამერიკისა და მსოფლიო ფინანსური ბაზრის უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა „BlackRock“-მა დახურულად
გამოაცხადა თავისი პროექტი, რომელიც უკრაინის ეკონომიკაში ინვესტორების მოძიებას ითვალისწინებდა. ოფიციალური მიზეზი გახდა უკრაინული აქტივებით ბაზრის მიმართ ინტერესის დაკარგვა.

ფონდი "BlackRock" 2024 წელს გახდა კიევის ოფიციალური მრჩეველი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა დაეფიქსირებინა ამ ურთიერთობებით მიყენებული ზარალი და უარი ეთქვა უკრაინასთან „ტოქსიკურ აქტივებზე". თავდაპირველად, ფონდი გეგმავდა მინიმუმ 500 მილიონი დოლარის მოზიდვას დასავლეთის მთავრობებისგან და 2 მილიარდი დოლარის - კერძო ინვესტორებისგან. ამ კაპიტალზე დამატებით შესაძლებელი იქნებოდა 15 მილიარდი დოლარის ობლიგაციების გამოშვება. თუმცა, თანხების მოზიდვა ვეღარ მოხერხდება.

ამის ინტერესი არ გამოუჩენიათ არც აშშ-ს, არც ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია, გერმანია და პოლონეთი. ასევე, არც ბრიტანეთის საინვესტიციო ფონდებსა და სპარსეთის ყურის მონარქიებს. ბრიტანეთის ამჟამინდელი საინვესტიციო ინტერესი მიმართულია უფრო „შუა დერეფნის" პროექტისადმი და საქართველოში საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარებისაკენ. თავად კიევის დაფინანსების თემა უკვე ტოქსიკურ თემად იქცა თვით "BlackRock"-ისთვისაც კი, მსესხებლის გადახდისუნარიანობაში დიდი ეჭვების გამო,"-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მაიკლ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა - სულით ბინძური და ფულისტი
დავით ქართველიშვილი გრანტების კანონის შესახებ: საქმე ეხება არა განსხვავებული აზრის ჩახშობას ან ცენზურას, არამედ პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას
არქივი