დავით ქართველიშვილი: მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი „ფასი" მისთვის არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
383 09 ივლისი 2025, 18:11

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტის ევროკავშირისადმი მოწოდებას ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები დაწესდეს და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივები გაიყინოს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროპარლამენის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია, მორიგი, სარეკომენდაციო ხასიათის ევრორეზოლუციაა, რომელიც პრაქტიკული განხორციელების მიზნით განსახილველად ეძლევა ევროკავშირს.

ექსპერტის თქმითვე, ევროპარლამენტი აგონიაშია და პოლიტიკურ "პროზექტურამდე" ორი ნაბიჯიღა აკლია.

„ეს არის რიგით უკვე მერამდენე, სარეკომენდაციო ხასიათის ევრორეზოლუცია, რომელიც პრაქტიკული განხორციელების მიზნით განსახილველად ეძლევა ევროკავშირს. უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, არც ერთი მსგავსი აბსურდული რეკომენდაცია პრაქტიკულ ჭრილში გადაყვანილი არ იქნა. მაგრამ დავუშვათ, რომ ამ ჯერზე ევროკავშირში კორუფციასთან აგორებული ("ფაიზერ-გეითი") სკანდალის, ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნის, საიმიგრაციო და კრიმინალური კატასტროფების გადაფარვის მიზნით, კვლავ ტრადიციულ ანტიქართულ თემას შეაჯდნენ, ამით რა???
მეოთხე წელიწადია ამ სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება, თუნდაც სანაქებო "საათივით აწყობილი" შვეიცარიული საბანკო სისტემის სარეპუტაციო მსხვერპლშეწირვის ხარჯზე. რითი აშინებენ ადამიანს, რომელმაც საკუთარი უპრეცედენტო საქველმოქმედო "ქეისის" მაგალითზე დიდი ხანია განაცხადა, რომ მისი ფულით დაშინებას არანაირი აზრი არა აქვს. მეთოთხმეტე წელიწადია საკუთარი თავის და ოჯახის უსაფრთხოების რისკების ფასად, ბიძინა ივანიშვილი საქმით ამტკიცებს, რომ სამშობლოს გასაწირი "ფასი" მისთვის არ არსებობს. რომ საკუთარი ხალხის ღალატში "30 ვერცხლი"-ს აღებ/მიმცემი საკუთარ კორპორაციაში აქვთ მოსაძებნი. სერიოზულ აგონიაში არიან და პოლიტიკურ "პროზექტურამდე" ორ ნაბიჯში...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი