აშშ-ის კონგრესში ჯორჯ სოროსის ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 16 ივლისი 2025, 15:35
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ჯორჯ სოროსის ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

მოსმენა ამ საკითხზე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტში გაიმართა.

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ ამერიკელი ხალხის ფულით გაცემული გრანტები შტატებსა და მთელ მსოფლიოში რადიკალურ მემარცხენე დღის წესრიგს, უცხო ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის მთავრობების შეცვლის ოპერაციებს, პროპაგანდისტული მედიის და პოლიტიკური აქტვისტების დაფინანსებას ხმარდება.

მოსმენაზე დაბარებულმა მოწმეებმა კი აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობისთვის რეფორმის ჩატარებაა საჭირო.

„ამ მოსმენაზე გამოვააშკარავებთ მემარცხენე არასამეწარმეოთა ქსელის მიერ ამერიკელი ხალხის ფულის მიტაცებისა და რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობის ფაქტებს. ჩვენ ასევე უნდა გავარკვიოთ, ვინ ჯანდაბაა ჯორჯ სოროსი. ამერიკელი ხალხის ფული იფლანგება მემარცხენე არასამთავრობოებზე, რომლებიც ექსტრემისტულ მიზნებს ემსახურებიან. ეს არც სპეკულაციაა და არც იდეა. ეს არის ტენდენცია და ჭეშმარიტება. ჯორჯ სოროსი კი მემარცხენე გავლენის საერთაშორისო მანქანის მთავარი არქიტექტორია. მისი “ღია საზოგადოების ფონდი“ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, გრანტების, ბენეფიციარებს, პოლიტიკური ოპერატიული მუშაკებისა და ჩრდილოვანი პარტნიორების ეპიცენტრში ზის“, - თქვა კონგრესმენმა ჯეფ ვენ დრიუმ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი