მამუკა მდინარაძე: არსებობს ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკაც, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით, შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ყველა მათ სიტყვაში არის დაზღვევა, ვიღაცები რაღაცისგან იზღვევენ თავს, მათ შორის, თორნიკეს საქმესთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 17 ივლისი 2025, 02:10

არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკაც, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით, ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ყველა მათ სიტყვაში არის დაზღვევა, ვიღაცები რაღაცისგან იზღვევენ თავს, მათ შორის, თორნიკეს საქმესთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სამართალდამცავი რომ იყოს, დაინტერესდებოდა ასეთი გაცხოველებული აქტიურობით ამ მიმართულებით, გაღმა შედავების პრინციპთან ხომ არ არის საქმე.

„თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე და სამი დღეა კამპანია დაიწყეს, რა ხდება? ეს არის შეკვეთილი, სიმართლე ეს არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი რაღაცები პიარული დაგეგმარების გარეშე ასე კოორდინაცია არ ხდება. აქედან „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. იქიდან ვიღაც ვითომ ჟურნალისტებმა. „ფეისბუქში“ ასეთი კამპანია მოაწყონ, შემთხვევით არ ხდება. მაინცდამაინც ამ ხალხს არ მინდა პასუხები გავცე და თავი გავუყადრო, მაგრამ ერთი რაღაც ყველამ რომ იცოდეს, იმ სახლში არასდროს ნამყოფი არ ვარ. იმ დღეს კი არა, არასდროს ნამყოფი არ ვარ. მასპინძელთანაც პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებს, მის ძმას ვიცნობ უფრო კარგად, შედარებით, რამდენჯერმე შევხვედრივართ სუფრაზე და ა.შ.

თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ და არ მინდა ვინმემ თორნიკეს ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაში დღე და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის საქმე და თავისი რეგიონის, აჭარის საქმე გაეკეთებინა. არ შეიძლება ეს რომ დავუკარგოთ იმ ადამიანს და მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის იმ გაკეთებული საქმისთვის, რაც ფორმალური არ ყოფილა. არც პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არც ჩვენი მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა. ეს ერთი, ხაზგასმით.

მეორე, არცერთი ადამიანი, ამაზე პასუხს ვაგებ, არცერთი ადამიანი თორნიკეს, განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ მოიტანეს, ჯერ თვითონ დააბრალეს და შემდეგ ამ დაბრალებულზე თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და ამაზე პასუხს და რაღაცას ვთხოვდით. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი მასთან არ ყოფილა. ეს მეორე.

მესამე, ახლა რაც შეეხება დაკვეთას. პრემიერმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემაც და მეც გამოვთქვით ეჭვი, რომელიც შეგვიძლია თამამად ვთქვა, რომ მხოლოდ გონივრული ეჭვი არ არის, ამას გარკვეული დასაბუთებაც აქვს, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ შეეხება ჩვენი გუნდიდან წასულ ყველა ადამიანს ან მათ უმრავლესობას, მაგრამ მაინც რბილად ვიტყვი, რომ ზედმეტი გაუგებრობა არ შევიტანო, არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ყველა მათ სიტყვაში არის დაზღვევა, ვიღაცები რაღაცისგან იზღვევენ თავს. მათ შორის, თორნიკეს საქმესთან დაკავშირებით. მე, მაგალითად, თუ ვიღაც მითითებად და ეკრანიდან მინიშნებად არ ჩამითვლის სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით, მე რომ ვიყო სამართალდამცავი, დავინტერესდებოდი ასეთი გაცხოველებული აქტიურობით ამ მიმართულებით, გაღმა შედავების პრინციპთან ხომ არ გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი